მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება მესამე კლასის
მოსწავლეებში
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
ხათუნა სეფიაშვილი
სსიპ-ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის
N86 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ხათუნა სეფიაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი
3
თავი I
1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
4
1.1 კვლევის მთავარი კითხვა
4
1.2 კვლევის მიზანი
4
1.3
პრობლემის იდენტიფიცირება ვარაუდის დონეზე
4
1.4 საკვლევი საკითხის აქტუალურობა
5
თავი II
2.
ლიტერატურის მიმოხილვა
7
თავი III
3. კვლევის მეთოდები
13
3.1
სამიზნე
ჯგუფი
13
3.2 თვისებრივი კვლევის მეთოდი
13
3.3 რაოდენობრივი კვლევის მეთოდი
15
თავი IV
4. კვლევის ვადები
15
თავი V
5. მონაცემთა ანალიზი
15
5.1
თვისებრივი კვლევის შედეგი
15
5.2 რაოდენობრივი
კვლევის შედეგი
21
5.3 დასკვნა
23
თავი VI
6. ინტერვენციების აღწერა
24
თავი VII
7. ინტერვენციების
შეფასება
30
თავი VIII
8. დასკვნა
33
თავი IX
9. გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფია)
35
დანართები
რეფლექსია
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მესამე
კლასელ მოსწავლეებში მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარების მიზნით
განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
კვლევა ჩავატარე სსიპ-ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის III კლასში, სადაც
17 მოსწავლეა. მათ შორის 9 მოსწავლე ქართველია, დანარჩენი სხვა ეთნიკური
წარმომავლობის. აღნიშნულ სკოლაში ვმუშაობ
2008 წლიდან. მოსწავლეებში ტექსტის გაგება-გააზრების
პრობლემას ვაწყდები მთელი პრაქტიკის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად ეს პრობლემა
ყველაზე მწვავედ გამოიკვეთა, ამიტომ აღნიშნული
პრობლემის მოგვარების მიზნით დავგეგმე ჩემი პრაქტიკის კვლევა. საწყის ეტაპზე შევარჩიე
თემა, შემდეგ მოვიძიე სათანადო ლიტერატურა, რომელიც დამეხმარა პრობლემის
იდენტიფიცირებაში, შევიმუშავე შესაბამისი ინსტრუმენტები,
გავაკეთე ძირითადი
დასკვნები, დავგეგმე და განვახორციელე შესაბამისი ინტერვენციები,
რომელთაც ვაწარმოებდი
2018-2019 სასწავლო წლებში.
აღნიშნული ინფორმაცია და კვლევის დეტალები
შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ თავებსა და ქვეთავებში.
თავი I
1.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1
კვლევის მთავარი კითხვა:
როგორ
გავაუმჯობესო მესამე კლასის მოსწავლეებში წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების უნარი?
1.2
კვლევის მიზანი:
წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების
უნარის განვითარება მესამე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
1.3
პრობლემის იდენტიფიცირება
ვარაუდის დონეზე:
ü მწირი ლექსიკური მარაგი;
ü ტექსტის სირთულე;
ü დაბალი მოტივაცია;
ü ნებისმიერი ყურადღების სისუსტე.
სსიპ-ქალაქ თბილისის N86 საჯარო
სკოლის მესამე კლასში ირიცხება 17 მოსწავლე. (კვლევაში ჩართული იყო 17 მოსწავლე).
აღნიშნულ კლასს ვასწავლი
პირველი კლასიდან. მოსწავლეებთან ვმუშაობ თანამედროვე მიდგომებით. გამუდმებით ვზრუნავ
ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, დავდივარ ტრენინგებზე და ვეცნობი პედაგოგიურ ლიტერატურას. აქტიურად ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში,
რაც მეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვასა
და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. თუმცა მე-2 კლასის დასრულების შემდეგ ტესტირების შედეგებმა
(არა მარტო ქართულ ენასა და ლიტერატურაში) გამოავლინა მოსწავლეთა სუსტი
მხარეები. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობის უჭირდა ტექსტის
გაგება-გააზრება. ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი,
თუ როგორ მეკვლია პრობლემა, დამეგეგმა და განმეხორციელებინა საჭირო აქტივობები, რომ
მიმეღწია სასურველ შედეგამდე.
1.4
საკვლევი საკითხის აქტუალურობა
კითხვის ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნე კომპონენტად
გაგება-გააზრებაა მიჩნეული, რაც წაკითხულიდან აზრის გამოტანად მოიაზრება. გაგება-გააზრება
საკმაოდ რთული: ნებელობითი, აქტიური და ინტერაქტიული პროცესია. ის წაკითხვამდე იწყება
და მიმდინარეობს კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგაც.
„წაკითხულის გაგება-გააზრება არსებითად, კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგებას
საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური წარმატებების მიღწევასა და პრაქტიკულად ყველა
სახის საქმიანობაში.“ -ვკითხულობთ მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოში „კითხვისა
და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“.(გვ12)
ეროვნულ სასწავლო გეგმის
მიხედვით „მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანტარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის |მაგ. ილუსტრაციისა
და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.“(III კლასის სტანდარტის შედეგი, მიმართულება:
კითხვა; კარი III - საგნობრივი სასწავლო გეგმები - წლიური პროგრამები
კლასების მიხედვით; მუხლი 82. ქართული ენისა და ლიტერატურის წლიური პროგრამები; ქართული
ენა და ლიტერატურა დაწყებით საფეხურზე ;ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024წ).
ჩემს კლასში
ჭარბობს სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეები. მათ ძალიან უჭირთ ქართულ
ენაზე მეტყველება, წაკითხულის გაგება და გააზრება. კვლევის საფუძველი გახდა დიაგნოსტიკური
ტესტის შედეგები. ტესტირების შედეგებმა ცხადყო მოსწავლეებში კითხვასთან დაკავშირებული
სირთულეები. ჩემს მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრება არა მარტო ქართულში, არამედ
სხვა საგნებშიც უჭირთ. მაგალითად, მათ სირთულეები ექმნებათ მათემატიკაშიც, რადგან ამოცანის
გაგება-გააზრება ყველაზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს მათგან. ეს პროცესი კი შენელებულია
მოსწავლეებში, რაც სწავლა-სწავლების პროცესის აფერხებს.
ახალი სასაწავლო წლის დასაწყისშივე დავგეგმე ჩემი
პრაქტიკის კვლევა განმეხორციელებინა ამ კუთხით. მივიჩნიე, რომ პრობლემა სერიოზული და
მასშტაბური იყო, რაც დამიდასტურეს დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა, რომელთაც იგივე
პრობლემა წლების მანძილზე აწუხებთ. ამიტომ მნიშვნელოვნად მივიჩნიე კოლეგების მოსაზრებები
და ვთხოვე ყურადღებით ედევნებინათ თვალი ჩემი კვლევისთვის. პირველ ჯერზე მათ შევავსებინე
კითხვარები და გავითვალისწინე მათი რეკომენდაციები.
მაღალი საფეხურის მასწავლებლებიც უფროსი კლასის მოსწავლეებშიც
იმავე პრობლემას ასახელებენ. ჩემი კვლევის თემა მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. გადავავლე
თვალი სხვა პედაგოგების მიერ განხორციელებულ
კვლევებს და აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტი პრაქტიკული კვლევა მასწავლებლებს სწორედ
წაკითხული ტექსტის ირგვლივ გაგება-გააზრების პრობლემის კუთხით ჰქონდათ ჩატარებული.
ამ ინფორმაციამ დამაჯერებლობა შემმატა ჩემი კვლევის აქტუალურობასა და მასშტაბურობაში.
ტექსტის გაგება-გააზრება
დაწყებითი კლასების მისიაა სწავლა-სწავლების მიზნებსა და საგანმანათლებლო პრინციპებში.
ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღება, დამუშავება, გააზრება, გაანალიზება
და სისტემაში მოყვანა კი ეროვნული სასწავლო
გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია.
კვლევის ჩატარების
აუცილებლობისკენ სასწავლო წლის დასაწყისში მესამე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში დიაგნოსტიკის მიზნით
ჩატარებულმა ტესტირების შედეგებმა მიბიძგა.
მოსწავლეების უმრავლესობას გაუჭირდა წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება, მიუხედავად იმისა, ტექსტში
არცერთი გაუგებარი სიტყვა არ იყო, მათთვის საინტერესო და მისაწვდომი და ნაცნობი იყო
ტექსტის შინაარსიც, რადგან წინა დღით საშინაო დავალებად ტექსტი კითხვით ჰქონდათ მიცემული.
(კ.კობერიძე, „პირველი გაკვეთილი“, დანართი 1).
თავი II
2. ლიტერატურის მიმოხილვა
„კითხვა სიამოვნებააო“
- ამბობდა ცნობილი თეორიტიკოსი როლან ბარტი. მართლაც, კარგი წიგნის კითხვა სასიამოვნო
გრძნობებს იწვევს. როცა კითხვა ძალდატანებით ხდება, კითხვის პროცესი უინტერესოა და
შედეგი კი უნაყოფო, რადგან მკითხველი გაუცნობიერებლად კითხულობს და გაგება-გააზრების
პროცესიც დახშულია. შეგნებული და გააზრებული კითხვა კი მომავალში ზრდასრულ ადამიანს
ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევებმა, რომელიც საქართველოში
ჩატარდა, ცხადყო, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მარტივია ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება.
რაც შეეხება ტექსტის სიღრმისეულად წვდომას, ამ მხრივ პრობლემა გამოიკვეთა.
PIRLS -ის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე
საქართველოში წაკითხული ტექსტის წაკითხვა,
გააზრება და გაანალიზება უმაღლეს საფეხურზე,
ანუ კითხვაში გაწაფულ მოსწავლეებში მხოლოდ
25%-ს შეუძლია. ასაკთან შესაფერისი ტექსტის წაკითხვას, გაგებას, გააზრებას და ანალიზს
ახერხებს:
ü მაღალ საფეხურზე მოსწავლეთა -22%;
ü საშუალო საფეხურზე - 36%;
ü დაბალ საფეხურზე - 26%.
კრიტიკული ზღვარი
-14%, იმ ბავშვების კატეგორიაა, რომელიც მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს წაკითხულის
გააზრებას. (გ. ღვედაშვილი, Aris.ge- განათლება, 6 მაისი, 2018).
ამ შემაშფოთებელმა
მონაცემებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემში სურვილი შექმნილი პრობლემის მოგვარებისა და
სასურველ შედეგამდე მიღწევისკენ. ამას დაერთო ჩემი კოლეგების მოსაზრებებიც. როგორც
აღმოჩნდა მაღალი საფეხურის მოსწავლეებშიც სწორედ ეს პრობლემა იწვევს დაბალ აკადემიურ მიღწევებს. გავესაუბრე ყველა
კათედრის მასწავლებელს (სპორტის და ხელოვნების პედაგოგების გარდა), რომლებიც წუხდნენ
მოსწავლეების დაბალი აკადემიური უნარების გამო, რაც გამოწვეული იყო წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული
სირთულეებით. ვფიქრობ, თუ პრობლემა დაწყებით საფეხურზევე იქნება აღმოფხვრილი, მაღალ
კლასებში ბევრად კარგ შედეგს მიაღწევენ მოსწავლეები.
ცნობილი ამერიკელი
ფსიქოლოგის ბენჯამინ ბლუმის მიხედვით გაგება სააზროვნო უნარების კლასიფიკაციის სქემაში
დაბალ დონედ მოიაზრება და გულისხმობს, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს
ფაქტები, გააკეთოს ინტერპრეტაციები, განმარტოს, განიხილოს, გააკეთოს დასკვნები, პერიფრაზი.
წაკითხულის გააზრებაში კი მოიაზრება:
ü უშუალო დასკვნების გამოტანა;
ü ძირითადი საკითხის მიგნება;
ü აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია საკუთარ ცოდნასთან
ინტერპრეტაციის საფუძველზე;
ü ტექსტის ენის შეფასება და მხატვრული ხერხების გააზრება;
(ნ. ლომიძე, გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით
საფეხურზე, 27 აგვისტო, 2015, ინტერნეტგაზეთი maststavlebeli.ge).
ჩემი კლასის მოსწავლეებისთვის საკმაოდ მაღალი დონის
უნარებად მიმაჩნია გაგება-გააზრება, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობის შესრულებას
ის სირთულეები შეუქმნის წინაღობას, რაც ვარაუდების დონეზე გამოვთქვი: ლექსიკური მარაგის
სიმწირე, დაბალი მოტივაცია, ტექსტის სირთულე
და ნებისმიერი ყურადღების სისუსტე. ჩემს მოსწავლეებს უჭირთ ინფორმაციის სწორად და სრულფასოვნად
გაგება, მისი გადამუშავება, ახსნა, მსჯელობა.
გაუგებარი მასალა კი ახშობს მათში განწყობას და სიამოვნებას, რაც დავალების შესრულების
წინ უნდა დაეუფლოთ მათ.
ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ ქართველი ფსიქოლოგის,
ფილოსოფოსის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი უზნაძის, მიერ ჩამოყალიბებული
იდეები, რომელიც დღესაც აქტუალურია, გვახსენებს, რომ განწყობა, რომელიც ადამიანს ეუფლება,
განსაზღვრავს ადამიანის გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას ახალი ინფორმაციისადმი, წინასწარ
ამზადებს გარკვეული ქცევისადმი (განწყობის თეორია, ნ. იმედაძე, „განვითარებისა და სწავლის
თეორიები“,2010;
გვ.68). ჩემ მიერ აღმოჩენილი პრობლემა კი ცალსახადაა
დამოკიდებული განწყობასთან. თუ მოსწავლისთვის წასაკითხი ტექსტი გაუგებარი, რთული და
უინტერესოა, ცხადია მას არ ექნება სათანადო განწყობა და საჭირო ხარისხი დავალების შესრულებისას,
ამიტომ შედეგი არასასურველი და მიუღწევადი იქნება. კონკრეტულ შემთხვევაში კი გაუგებარი, უინტერესო
და რთული მაშინ ხდება შესასრულებელი დავალება,
როცა ჭარბობს უცხო სიტყვები, ამ დროს ტექსტის შინაარსიც ბუნდოვანია და გაგება-გააზრებაც
შეუძლებელი. სწორედ ამ კუთხით ვლინდება ჩემი მოსწავლეების სუსტი მხარე. ტექსტის
სირთულეს და გაუგებრობას კი, ჩემი აზრით, ლექსიკური
მარაგის სიმცირე იწვევს. რასაც მოწმობს ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი საფეხურის
სტანდარტიც: „წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვან წილადაა დამოკიდებული ლექსიკურ
მარაგზე - რაც უფრო მდიდარია ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც
მკითხველი. ამრიგად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების საწყის
ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს.“ (ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებით
საფეხურზე. შესავალი. 2.მიმართულება: კითხვა. მუხლი 58. ქართული ენისა და ლიტერატურის
სტანდარტი).
ჩემს მოსწავლეებში
ლექსიკური მარაგის სიმცირეს ენის ბარიერი და ამ თვალსაზრისით მშობლების მხრიდან არაჯანსაღი
დამოკიდებულება იწვევს. ისინი ოჯახში მეტყველებენ არაქართულ ენაზე და უფროსებს თავად
აქვთ ქართული ენის ლექსიკური მარაგის სიმწირე. ფაქტობრივად ეს მოსწავლეები ქართულ ენაზე მეტყველებენ მხოლოდ
სკოლაში და დახმარების იმედიც მხოლოდ მასწავლებლის მხრიდან აქვთ. ამ კუთხით ჩემი მოსწავლეების განვითარებაში ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი მაკისრია. ამ მოსაზრებას ითვალისწინებდა
პრაგმატიზმის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ჯონ დიუი. ის ამბობდა, რომ სწავლის პროცესში
ცენტრალური ფიგურა მასწავლებელია, რომელიც გარკვეული მითითებებით და ინსტრუქციებით
ასწავლის მოსწავლეს. მას შეუძლია ფასილიტატორობა გაუწიოს მოსწავლეებს და დაეხმაროს
იმ ბარიერების გადალახვაში, რომელსაც წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება ჰქვია. (ჯონ
დიუის პედაგოგიური კონცეფცია). ამ უნარის განვითარებას ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო
გეგმის სწავლა-სწავლების მიზნები და მესამე კლასის დასრულებისას,წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგიც: „მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა დაჟანრის თხრობითი
ტექსტების (ზღაპრის,ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)
დამოუკიდებლად წაკიითხვა და გაგება-გააზრება“.(წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები; ქართ.III.6; მიმართულება:კითხვა.
გვ.75; ეროვნული სასწავლო გეგმა).
ჯონ დიუიმ პედაგოგიური
ექსპერიმენტის საფუძველზე გამოყო მოზარდთა ასაკი 8-12 წლამდე, როცა ბავშვი ცდილობს
მოუძებნოს ახსნა სხვადასხვა ფაქტსა და იდეას. ამ პერიოდში მოსწავლე ინტერესდება წიგნების
საშუალებით ინფორმაციის მისაღებად.
ცნობილი შვეიცარიელი
ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს აზრით, 7-11
წლამდე ინტელექტის სტადია, ის პერიოდია, როცა მოსწავლეს აქვს უნარი არსებული ცოდნის
საფუძველზე ლოგიკური ოპერაციების წარმოების და გონებაში სიტუაციების წარმოდგენისა. (განვითარებისა
და სწავლის თეორიები, 2010, გვ.25).
ჩემი კვლევის
სამიზნე ჯგუფს სწორედ ამ ასაკის მოსწავლეები წარმოადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს პრობლემა აღმოვფხვრა ამ პერიოდში, რაც შეამცირებს
მომავლის სირთულეებს და წარუმატებლობას.
ლექსიკური მარაგის
სიმცირე ჩემს მოსწავლეებში ართულებს ტექსტის
შინაარსის გაგებას და გააზრებას. მარტივი ტექსტების გაგებაც კი უჭირთ იმ მოსწავლეებს,
რომლებიც ქართულ ენაზე მხოლოდ კლასში ურთიერთობენ.
ამ პროცესში მოსწავლეთა ინტერესის სფეროს გათვალისწინება აუცილებელი კომპონენტია. დაინტერესებული,
მაღალი მოტივაციის მქონე მოსწავლე წარმატებულია და კარგ შედეგს აღწევს. ამიტომ მნიშვნელოვნად
მიმაჩნია, ამ მიზნით მივმართო ისეთ სტრატეგიებს, რომელიც მოსწავლეებში მოტივაციას აღძრავს.
სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა დასახული
მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა. მრავალმხრივი
და სახალისო აქტივობები კი ხელს უწყობს მასწავლებელს მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაში.
ცნობილი კონსტრუქტივისტი
ფსიქოლოგის, ჟან პიაჟეს, აზრით, მასწავლებელი დესპანის როლს ასრულებს და სასწავლო პროცესს ისე მართავს, რომ მოსწავლეებს
განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი როლი მოსწავლეების მოტივირებაში,
რადგან მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია მათდამი ჩემი ურთიერთობა: ნდობა, დაფასება,
მხარდაჭერა, ეფექტური უკუკავშირი. პირველ რიგში ვცდილობ მოვახდინო სასწავლო მასალის
შინაარსისა და მოსწავლეთა ინტერესების თანხვედრა. პრაქტიკამ მაჩვენა, როცა მოსწავლეებს
არჩევანის გაკეთების უფლებას ვაძლევ ( მაგ: აირჩიეთ და წაიკითხეთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან
ერთ-ერთი თქვენი სურვილის მიხედვით; დავალება
შეასრულე წერილობით ან დახატე შესაბამისი ნახატი, დაასრულე ტექსტი შენი ინტერპრეტაციით).
ეს დადებითად აისახება მათში ცნობისმოყვარეობის განვითარებაზე, რაც მოტივაციის ამაღლებას
უწყობს ხელს. გრძნობენ რა ჩემი მხრიდან მხარდაჭერას და ნდობას, მოსწავლეები მეტი ინტერესით,
პასუხისმგებლობით და აქტიურობით ასრულებენ დავალებას.
„აკადემიური
მიღწევების ამაღლების, აგრეთვე, სწავლისა და ცოდნის მიმართ დადებითი დამოკიდებულების
ჩამოყალიბებისათვის, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი მუდმივად ზრუნავდეს მოსწავლეთა მოტივაციის
გაღვიძებაზე“. ( ეფექტიანი სწავლება, ია კუტალაძე, 2010, გვ.101).
მიმაჩნია, რომ
მოსწავლეებში ინტერესის სფეროს ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: მასწავლებლის
მხრიდან ემპათიის უნარის გამოვლენა, კომფორტული
სასწავლო გარემო და მოსწავლეთა მხრიდან
მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის ცოდნა (მოსწავლეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ,
რას ემსახურება მათი საქმიანობა, რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს და რა შედეგს უნდა
მიაღწიონ).
ცნობილი კონსტრუქტივისტის, ლევ ვიგოტსკის, აზრით კი, მოსწავლეთა კოგნიტურ განვითარებას
და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს ერთობლივი მუშაობა-თანამშრომლობა. პრაქტიკამ დამანახა,
რომ მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის დროს ადვილად ართმევენ თავს პრობლემის მოგვარებას,
ისმენენ ახალ მოსაზრებებს და ურთიერთდახმარებით უკეთ იგებენ დავალებას. ურთიერთანამშრომლობით მეტი ხალისით
ეკიდებიან ისინი დავალების შესრულებას, უფრო თამამად გამოთქვამენ საკუთარ აზრს და თავდაჯერებულებიც
ხდებიან. თუმცა ვფიქრობ, სისტემატურად კლასის ასეთი ორგანიზება
თითოეული მოსწავლის სრულყოფილი სურათის დანახვასა და მათი დინამიკის სრულფასოვნად აღწერას
ბუნდოვანს გახდის.
გაკვეთილის
პროცესის დროს სასწავლო აქტივობების შესრულება მოითხოვს კარგად განვითარებულ ყურადღებას.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს ყურადღება წარმართოს შესასრულებელი დავალებისკენ, გარკვეული
დროით შეინარჩუნოს ინტენსიური ყურადღება და ერთი ობიექტიდან მეორეზე გადაიტანოს. ჩვეულებრივ
სიტუაციაში ბავშვს უჭირს ყურადღების ნებისმიერად მართვა. უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის
კი დამახასიათბელია სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება. ამ პერიოდში უკეთესადაა
განვითარებული უნებლიე ყურადღება: ყველაფერი ახალი, მოულოდნელი, საინტერესო და ნათელი
ადვილად იქცევს ბავშვის ყურადღებას. ამავდროულად „ბავშვის ყურადღება მჭიდროდ უკავშირდება
აზროვნებას, ამიტომ მას უჭირს ყურადღების კონცენტრაცია მისთვის გაუგებარ, ბუნდოვან
მასალაზე.“ „ ბავშვები იწყებენ საკუთარი ყურადღების მართვას, ნებისმიერად შეუძლიათ
წარმართონ და შეაჩერონ ყურადღება მხოლოდ თვალსაჩინო, მისთვის საინტერესო რაიმე საგანსა
და მოვლენაზე, რომლის მიმართაც ბავშვს უჩნდება ემოციური დამოკიდებულება.“ მასწავლებელს
შეუძლია დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს ყურადღების ორგანიზებაში საინტერესო საქმიანობაში
ჩართვით, მრავალფეროვანი დამხმარე რესურსებით და არავერბალური მინიშნებებით. (ბავშვის
განვითარების ასაკობრივი თავისებურებები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი, გვ.14-15).
ჩემს მოსწავლეებში
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების ერთ-ერთ
ხელშემშლელ ფაქტორად სწორედ ყურადღების დეფიციტს მივიჩნევ. მოსწავლეებისთვის, რომელთაც
უჭირთ ტექსტის შინაარსის გაგება, უინტერესო და დამღლელი ხდება არასასურველი დავალების
შესრულება. მალე წყვეტენ სამუშაოს ან სხვა რამეზე გადააქვთ ყურადღება. ცდილობენ დროის
გაყვანით „შეავსონ“ სირთულეები, რაც მათ სწავლის ხარისხზე უარყოფითად აისახება. არადა მათი ასაკის თავისებურებებიდან გამომდინარე,
მათ შეუძლიათ პრაქტიკული აქტივობების გამჭრიახი გონებით, პასუხისმგებლობით და დასაბუთებული
არგუმენტაციით შესრულება.(ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები. მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გვ.25).
„უმცროსი სასკოლო
ასაკის ბავშვს შეუძლია აზროვნება იმ ობიექტებსა და მოვლენებზე, რომელსაც იცნობს, ხედავს
ან მანიპულირებს“. (ბავშვის განვითარების ასაკობრივი
თავისებურებები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გვ.25). ტექსტში
გაუგებარი სიტყვების სიმრავლე მასალის სირთულეს იწვევს და ჩემს მოსწავლეებს უჭირთ ამ
სიტუაციაში სირთულეებთან ჭიდილი. გამოცდილების შედეგად დავრწმუნდი, რომ პრაქტიკული და ვიზუალური მასალა მოსწავლეებს ეხმარება სირთულეების
გადალახვაში, თუმცა ყოველ ჯერზე ასეთი რესურსების გამოყენება შეუძლებელია, ამიტომ ვცდილობ,
მინიშნებებით, კითხვების დასმით და სხვადასხვა სქემის გამოყენებით დავძლიო ის სირთულეები,
რომლებიც მოსწავლეებს ტექსტის სრულყოფილად
აღქმაში უშლით ხელს.
თავი III
3. კვლევის მეთოდები
იმისთვის, რომ პრობლემა საფუძვლიანად გამომეკვლია და ობიექტური დასკვნები გამეკეთებინა, გამოვიყენე
კვლევის ორივე მეთოდი (რაოდენობრივი და თვისებრივი), ინსტრუმენტებად კი: გამოკითხვა,ინტერვიუ,
ფოკუს ჯგუფი და ანკეტირება.
3.1 სამიზნე ჯგუფი
სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მესამე კლასის 17 მოსწავლე
.
3.2 თვისებრივი
კვლევის მეთოდი
თვისებრივმა კვლევამ საშუალება მომცა სიღრმისეულად
გამომეკვლია ჩემი ინტერესთა ჯგუფის დამოკიდებულება
და პოზიცია საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, გამომეკვეთა ტენდენციები, პრობლემური საკითხები
და მომემზადებინა ეფექტური კითხვარი რაოდენობრივი კვლევისთვის.
თვისებრივი კვლევისთვის გამოვიყენე შემდეგი ინსტრუმენტები:
ü გამოკითხვა
ü ინტერვიუ
ü ფოკუს ჯგუფი
კვლევის პირველ ეტაპზე ჩავატარე გამოკითხვა, რომელიც
დამეხმარა პრობლემის იდენტიფიცირებაში. კითხვარი გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ასაკის
შესაბამისად და პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, რომელიც შედგებოდა 10 კითხვისგან
(მათ შორის 4 დახურული, 6 - ღია კითხვა; იხ.დანართი 2).
კვლევის მეორე ეტაპზე საკვლევი საკითხის ღრმად შესასწავლად შევიმუშავე
შესაბამისი კითხვარი (5 ღია კითხვისგან შემდგარი; იხ.დანართი 3) და ვაწარმოე
ინტერვიუ იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ წაკითხული მხატვრული ტექსტის
გაგება-გააზრება. თითოეული ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო 15-20 წთ. ინტერვიუს მიზანი იყო მომეპოვებინა საჭირო
ინფორმაცია სტრუქტურირებული დიალოგის საფუძველზე წინასწარ მომზადებული შეკითხვების
დასმით. კითხვები წინასწარ მქონდა შემუშავებული და კოლეგებთან რეკომენდაციის შემდეგ
გადამუშავებული. ყურადღებით ვინიშნავდი მოსწავლეთა პასუხებს, შეჯამების დროს რომ არ
დამემახინჯებინა ინფორმაციები.
კვლევის მესამე
ეტაპზე ვაწარმოე ფოკუს ჯგუფი იმ მოსწავლეებთან,
რომლებიც საშუალოზე დაბალ, საშუალო და მაღალ
დონეზე ფლობენ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას. (იხ. დანართი 4). ამ მეთოდმა
საშუალება მომცა ყურადღებით მედევნებინა თვალი მოსწავლეებში როგორ ყალიბდებოდა აზრები;
დამაფიქრა იმ საკითხებზე, რაზეც მანამდე არ
მიფიქრია; აღმოვაჩინე მოსწავლეთა გულწრფელობა ამ პრობლემის ირგვლივ და მათი მოსაზრებების
საფუძველზე გავაკეთე დასკვნები.
ფოკუს ჯგუფი
მოსწავლეებს დაეხმარა ღიად გამოეხატათ საკუთარი აზრი; ერთმანეთის პასუხებმა გაათამამა
ისინი და მეტი დამაჯერებლობით აკეთებდნენ არგუმენტებს საკუთარ მოსაზრებებზე.
3.3 რაოდენობრივი
კვლევის მეთოდი
თვისებრივი
კვლევის განხორციელების შემდეგ შევიმუშავე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი
- ანკეტირება,
რომელიც 5
კითხვისგან იყო შემდგარი და მოიცავდა დახურულ
კითხვებს. (იხ.დანართი 5). შევსების ხანგრძლივობა იყო 15 წთ. რაოდენობრივი
მეთოდის გამოყენებით მოვიპოვე თვლადი მონაცემები.
თავი IV
კვლევა ვაწარმოე 2018 სასწავლო
წლის ოქტომბრიდან 2019 სასწავლო წლის ივნისის
ჩათვლით. (იხ. დანართი N6 )
თავი V
5. მონაცემთა ანალიზი
განვსაზღვრე
რა პრობლემა, მოვიძიე სავარაუდო გამომწვევი მიზეზები და შევარჩიე კვლევის მეთოდები.
ამ მეთოდებიდან გამოვიყენე შესაბამისი ინსტრუმენტები. თვისებრივი მეთოდის გამოყენებას
ხანგრძლივი დრო დავუთმე, თუმცა ამ მეთოდმა ზუსტად და საფუძვლიანად დამანახა მოსწავლეთა
ინდივიდუალური მდგომარეობა წაკითხული ტექსტის მიმართ.
რაოდენობრივი
მეთოდის გამოყენებისას კი წინასწარ შემუშავებული
კითხვარით მოვიპოვე ზუსტი მონაცემები, რომლებიც დამეხმარნენ ანალიზის გაკეთებაში.
5.1 თვისებრივი კვლევის შედეგი
პირველ რიგში, ზოგადი სურათის შესაქმნელად
კლასში ჩავატარე გამოკითხვა. მოსწავლეებს წინასწარ მივეცი ინსტრუქცია და ნათლად გავაცანი
გამოკითხვის მიზანი. ავუხსენი, რომ ჩემთვის დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა მათი მხრიდან გულწრფელ პასუხებს. განვუმარტე, რომ ანონიმურობა დაცული იქნებოდა და თანამშრომლობისთვის
მადლობა გადავუხადე. გამოკითხვის დრო იყო 20 წთ. მოსწავლეებმა გულახდილად გამცეს პასუხები
კითხვებზე. გამოკითხვის შედეგებით გამოიკვეთა
მოსწავლეთა მიდგომები და დამოკიდებულება კითხვის და წაკითხული მხატვრული ტექსტის მიმართ.
აღმოჩნდა, რომ თავისუფალ დროს მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი კითხულობს, კლასის უმრავლესობა კი ამ დროს თამაშსა
და კომპიუტერთან ჯდომას უთმობს. ეს ციფრები
იმ სავალალო მდგომარეობას გვამცნობს, რაც ცხადად დგას ჩვენ წინაშე. დაბალი საფეხურის
მოსწავლეთა უმცირესი ნაწილია დაინტერესებული კითხვით. აღმოჩნდა, რომ ჩემი კლასის მოსწავლეთა მხოლოდ მეოთხედი
ნაწილი ყოველდღე კითხულობს დამატებით ლიტერატურას, უმრავლესობა კი კვირაში ორჯერ გამოყოფს
დროს საკითხავად, მცირე ნაწილი კი არ კითხულობს კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას. ეს
ციფრები იმ პრობლემის სიცხადეს ადასტურებს, რაც ჩემს კლასში იკვეთება. მოსწავლეები გულახდილად აღიარებენ, რომ კლასგარეშე
ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ, ვისაც ისინი უყვებიან, საუკეთესო მსმენელები არიან მშობლები,
მოსწავლეთა ნაწილი არავის არ უყვება, ხოლო მცირე ნაწილი წაკითხულის ირგვლივ მეგობრებს
უზიარებს მოსაზრებებს. როცა კითხვის დროს ნაწარმოებში
მოსწავლეებს გაუგებარი სიტყვები ხვდებათ, მათი უმრავლესობა უფროსებს ეკითხება და ისმენენ
ახსნას, ნაწილი კითხვას აგრძელებს, რამდენიმე მოსწავლემ კი აღიარა,რომ წყვეტს კითხვის პროცესს. ფაქტობრივად მოსწავლეები,რომელთაც
უჭირთ ტექსტის გაგება, გაუაზრებლად კითხულობენ, კითხვა მათთვის მოსაწყენი ხდება და თავს ანებებენ
ამ პროცესს.
დამატებით საკითხავ
ლიტერატურას მოსწავლეთა დიდი ნაწილი მშობლებისა და მასწავლებლის თხოვნით კითხულობს,
მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის კი ეს პროცესი სასიამოვნო. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა
მხოლოდ ამ მცირე ნაწილს უბიძგებს შინაგანი მოტივაცია კითხვისკენ.
გამოკითხული
მოსწავლეების უმრავლესობას ილუსტრირებული წიგნების კითხვა მოსწონს, მათ მცირე ნაწილს
კი მცირე მოცულობის ტექსტების, მხოლოდ 4 მოსწავლეს აინტერესებს ენციკლოპედიების კითხვა.
შედეგებში ნათლად იკვეთება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები: თვალსაჩინოებას მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია ამ ასაკის ბავშვებში; მცირე მოცულობის ტექსტები კი ნაკლებ დროს, ენერგიას
და ყურადღებას მოითხოვს მათგან; ენციკლოპედიები კი საინფორმაციო ხასიათის წიგნებია.
წაკითხულის ირგვლივ კითხვების დასმა მოსწავლეთა უმრავლესობას უმარტივდება, რადგან ფიქრობენ,
რომ არ მოითხოვს ეს აქტივობა ახსნა- დაზუსტებას, მცირე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ, როცა იგებენ წაკითხულის შინაარსს, მარტივია მისი გადმოცემა თანმიმდევრულად. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა მერვე კითხვაზე გაცემული პასუხები. მოსწავლეთა დიდი
ნაწილი მხატვრულ ტექსტში მთავარ გმირს ამოიცნობს პერსონაჟის ხშირი ხსენებით ტექსტში,
ნაწილი უკვირდება ტექსტის შინაარსს და ისე
ამოიცნობს, მხოლოდ მცირე ნაწილი სათაურის მიხედვით აკეთებს არჩევანს.
ჩემი მოსწავლეების უმრავლესობისთვის კითხვის
დროს სირთულეს იწვევს გაუგებარი სიტყვების სიმრავლე, ნაწილს კი უჭირს გაიხსენოს და
აღადგინოს წაკითხულის შინაარსი. მოსწავლეების
უმრავლესობას მხატვრული ტექსტის დამუშავებისას მოწონს მთავარი პერსონაჟის დახასიათება,
რადგან ამ დროს საკუთარ შეხედულებებს დაუფარავად გადმოსცემენ და უფრო კარგად უკვირდებიან
მთავარი გმირის ქმედებებს. დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანია აბზაცების
დასათაურება, რადგან ეს პროცესი მოითხოვს ტექსტში ჩაღრმავებას, შემდგომში კი წაკითხულის შინაარსის გადმოცემაში ეხმარებათ.
გამოკითხვის შედეგები აზუსტებს მოსწავლეთა რეალურ მდგომარეობას პრობლემის ირგვლივ და ამყარებს
ჩემ მიერ მიგნებული გამომწვევი მიზეზების სიცხადეს. მოსწავლეთა უმრავლესობას წაკითხული
ტექსტის გაგება-გააზრება უჭირს.
ამ ინსტრუმენტის
გამოყენების შემდეგ მეტი სიზუსტისთვის ინტერვიუ შევარჩიე იმ მოსწავლეებთან, რომელთაც ყველაზე
მეტად უჭირდათ მხატვრული ტექტის გაგება-გააზრება. წინასწარ
მომზადებული მქონდა 5 ღია კითხვა. ინტერვიუს ჩაწერამდე მოსწავლეებს გავაცანი ინტერვიუს მიზანი; ავუხსენი, რომ ანონიმურობა დაცული იქნებოდა, რამაც
გაამყარა მათში ნდობის ფაქტორი და ვთხოვე, გულწრფელები ყოფილიყვნენ, რადგან მათი პასუხები
ხელს შემიწყობდა პრობლემის აღმოფხვრის გზების
მიკვლევასა და მათ მომავალი წარმატებების მიღწევაში
დამეხმარებოდა. მოსწავლეები ისე ღიად და დაუფარავად მპასუხობდნენ, რომ ინტერვიუს დროს
დამჭირდა რამდენიმე კითხვის მოდიფიცირება, რამაც ხელი შემიწყო მიმეღო უფრო რეალური
სურათი. ინტერვიუს ბოლოს მადლობა გადავუხადე თითოეულ რესპონდენტს.
იმისთვის, რომ
დამედგინა უყვართ თუ არა მოსწავლეებს კითხვა, ინტერვიუს პირველ კითხვაზე: „ქართული უფრო გიყვარს თუ
მათემატიკა და რატომ?“ ექვსივე მოსწავლის პასუხი იყო „მათემატიკა“. როცა ჩავეკითხე მიზეზს, მათ დამისაბუთეს, რომ ბევრ საინტერესო ამბავს
იგებენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ტექსტების შესწავლის დროს და აქტივობებიც
მრავალფეროვანია საგაკვეთილო პროცესზე. თუმცა გამომიტყდნენ, რომ მათთვის მათემატიკა უფრო საინტერესო და სახალისოა,
რადგან ბევრი კითხვა არ სჭირდებათ ამ საგნის სწავლის დროს. პასუხების უმრავლესობამ
ასახა რა მწვავედ დგას კითხვის პრობლემა ჩემს კლასში და დამარწმუნა საკვლევი თემის სწორად შერჩევაში.
ამ პასუხებმა
ცხადყო ჩემ მიერ გამოთქმული ვარაუდების სიცხადეც
და მოსწავლეთა გულწრფელობა.
ინტერვიუს დროს
მეორე კითხვაზე: „როგორ ფიქრობ, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გეხმარება თუ არა
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და როგორ?“ მოსწავლეთა პასუხების უმრავლესობამ ჩემი ვარაუდები გაამართლა
იმის შესახებ, რომ ლექსიკური მარაგის სიმწირე აფერხებს წაკითხული მხატვრული ტექსტის
გაგება-გააზრების პროცესს. მოსწავლეთა აზრით,
კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, რადგან უცხო ტექსტში
გაუგებარი სიტყვები მეტია და როცა უფროსებს ან მასწავლებელს ეკითხებიან ბევრ ახალ სიტყვას სწავლობენ. თუმცა ზოგიერთი
მათგანი გამომიტყდა, რომ ეზარება უცხო სიტყვის განმარტება მოიძიოს. ზოგიერთმა კი აღიარა,რომ
მშობელიც ვერ ეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში, რადგან თავადაც არ იცის სიტყვის მნიშვნელობა.
მესამე კითხვაზე:
„როგორ ფიქრობ, რატომ ხდება წასაკითხი ტექსტი შენთვის რთული და როგორ გავამარტივოთ?“
მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ ტექსტი რთულია მათთვის, რადგან არ ესმით ყველა
სიტყვის მნიშვნელობა და გაუგებარია წაკითხულის შინაარსი. გამარტივება კი შესაძლებელი
იქნება უფრო მარტივი სიტყვების ჩანაცვლებით.
მეოთხე კითხვაზე:
„როგორ იქცევი, როცა კითხვის დროს ტექსტში გაუგებარ სიტყვებს აწყდები?“ მოსწავლეთა
უმრავლესობა უფროსს ეკითხება, მათი მცირე ნაწილი კი თავს ანებებს კითხვას. თუმცა მოსწავლეები
აღნიშნავენ, რომ როცა ჩერდებიან ტექსტის კითხვის პროცესში, მათ უჭირთ აღადგინონ წაკითხულის
შინაარსი. ეს კი აფერხებს ტექსტის სიღრმისეულ გაგებას. მოსწავლეთა სხვაგვარი პასუხები შემაშფოთებელი აღმოჩნდა
ჩემთვის. აქაც გულწრფელად გამოტყდნენ, რომ ხშირად მშობლებიც ვერ უხსნიან გაუგებარ სიტყვებს,
რადგან მათი პრობლემაც ენის ბარიერია. ეს კი უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეთა მიღწევებზე ტექსტის გაგება-გააზრების
თვალსაზრისით. ისინი ტექსტში წინააღმდეგობას
აწყდებიან რა უცხო სიტყვების გამო ,მათი მოტივაციის ჩახშობა ხდება და კითხვა საკმაოდ
რთულ და არასასურველ პროცესად იქცევა მათთვის, რაც მომავალ სირთულეებს განაპირობებს.
მეხუთე კითხვაზე:
„დაასახელე ორი გზა, რომელიც დაგეხმარება წაკითხული ტექსტის შინაარსის სრულყოფილად
გაგებაში“; მოსწავლეთა უმრავლესობამ დაასახელა
ლექსიკური მარაგის გამდიდრება და სისტემატური კითხვა. მცირე ნაწილმა კი- ტექსტში ილუსტრაციების
სიმრავლე და უფრო მეტი სიტყვის ახსნა-განმარტება.
ორივე ნაწილის პასუხებმა გამაოცა თავისი
თავისებურებებით. თუ პირველი ნაწილი თვლის, რომ თავად უნდა მიაღწიოს მუშაობის შემდეგ
სასურველ შედეგებს; მეორე ნაწილი უფრო გამარტივებული
გზებით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ამ ასაკის თავისებურებებიდან გამომდინარე,
ჩემთვის არ ყოფილა მიუღებელი ამ გამოსავლის მიგნება. ორი სხვადასხვაგვარი პასუხი ამყარებს
მოსწავლეთა მზაობის ინდივიდუალურობას.
გამოკითხვის შედეგებმაც
ნათელყო ჩემი ვარაუდების სიზუსტე.
მოსწავლეებთან
განხორციელებულ ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდა ექვსი მოსწავლე, რომელთაც გავაცანი შეხვედრის
მიზანი და ამოცანები. კიდევ ერთხელ შევეხე,
თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათი გულწრფელი პასუხები და ყურადღება გავამახვილე კონფიდენციალურობის
დაცვაზე. ფოკუს ჯგუფის მთავარი მიზანი იყო, დამედგინა, თუ რა იწვევს მოსწავლეებში წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების სირთულეებს.
პირველივე კითხვაზე: „კითხვა შენთვის სახალისოა თუ
დამღლელი პროცესი?“ მოსწავლეთა უმრავლესობამ აღიარა, რომ ძირითადად მშობლების ძალდატანებით
კითხულობენ. მათ ურჩევნიათ მოისმინონ სხვისი წაკითხული, ვიდრე თავად იკითხონ. ბავშვებს ესმით, რომ კითხვა სასარგებლო და აუცილებელია, თუმცა
ეზარებათ. ისინი ხშირად თამაშით ან კომპიუტერით
ანაცვლებენ ამ პროცესს, რასაც ხელს უწყობს მშობელთა მოუცლელობაც.
მეორე კითხვაზეც: „მხატვრული ტექსტის კითხვა გირჩევნიათ
თუ ინფორმაციულის და რატომ?“ გულწრფელი პასუხები მივიღე. მათი არჩევანი მხატვრულ ტექსტზე
შეჩერდა, რადგან უფრო ადვილი გასაგებია. მათ ნაცნობი სიტყვების სიმრავლე ამბის სიღრმისეულ გააზრებაში ეხმარებათ.
ისინი ამჩნევენ,
რომ ინფორმაციულ ტექსტში მეტი ახალი სიტყვაა. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესოა ამ
ტიპის ტექსტი, მათთვის რთულია მისი გაგება-გააზრება უცხო სიტყვების სიმრავლის გამო.
მესამე კითხვაზეც: „როგორ გგონიათ, არის თუ არა გააზრებული
კითხვა მნიშვნელოვანი და რატომ?“ საინტერესო პასუხები მივიღე. უმრავლესობამ მიპასუხა,
რომ შეგნებული კითხვა მოსწავლეს ზოგად ცოდნას
აძლევს, რაც შეიძლება სხვა საგნების სწავლებაშიც
გამოადგეს; ბევრი ინფორმაციის მიღება
ეხმარება პრობლემების გადაჭრაში; სამომავლოდ მეტ ცოდნას და უნარებს იძენს და ცნობილი
ადამიანი ხდება.
მოსწავლეები
ისმენდნენ ერთმანეთის პასუხებს და ავსებდნენ საკუთარი მოსაზრებების მიხედვით. ჩემთვის
მოულოდნელი აღმოჩნდა მათი ინტერპრეტაციები.
გამაკვირვა მათმა პოზიტიურმა პასუხებმა, მივხვდი, რომ გაცნობიერებული აქვს ამ ჯგუფს
გააზრებული კითხვის მნიშვნელობა.
მეოთხე კითხვაზე:
„მხატვრული ტექსტის კითხვის დროს რა სირთულეებს აწყდებით და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება
იყოს მათი გამომწვევი მიზეზი?“ მოსწავლეთა უმრავლესობა პრობლემად გამოკვეთს შინაარსის გაუგებრობას და ამ კუთხით ტექსტის
გართულებას. მათი უმცირესობა კი სირთულეების მიზეზად დიდი ზომის ტექსტებს ასახელებს,
თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს იშვიათობაა.
მოსწავლეთა
პასუხებიდან გამომდინარე ტექსტის შინაარსის
გაუგებრობა კვლავ მწვავედ იკვეთება, რაც ისევ ლექსიკური მარაგის სიმწირის შედეგია,
დიდი ზომის ტექსტები კი ნაწილ-ნაწილ მიეწოდებათ მოსწავლეებს და ესგ-ით გათვალისწინებული
სტანდარტების შესაბამისია, ამიტომ ეს მიზეზი უფრო ნაკლებად ყურადსაღებია.
მეხუთე კითხვაზე:
„თქვენი აზრით, რამ შეიძლება გაამარტივოს ტექსტში მთავარი აზრის გაგება,როცა ტექსტში
გაუგებარი სიტყვები არ გვხვდება?“ სამმა მოსწავლემ
მიპასუხა, რომ ამისათვის სათაურს უნდა დავუკვირდეთ, ორმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ დასკვნითი
ნაწილია მთავარი და საყურადღებო, მეექვსემ კი ორივე პასუხი გააერთიანა და ტექსტის შუა ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება. დასაზუსტებლად კვლავ ჩავეკითხე მათ, უფრო ნათლად
გამეგო მათი მოსაზრება. ამ პასუხის დაზუსტებას დაუგეგმავი
დისკუსია მოჰყვა, რომელიც სასიამოვნო მოსასმენი გახდა ჩემთვის. მოსწავლეები ერთმანეთს
აცდიდნენ პასუხების ახსნა-განმარტებას. ბოლოს მეხუთე მოსწავლემ განმარტა, რომ თუ ტექსტის ყველა ნაწილი ყურადღებით იქნა წაკითხული,
ამ შემთხვევაში მისი მთავარი აზრის გაგება მარტივი იქნება. მეექვსემ კი დაამატა,რომ
როცა მთელი მონდომებით კითხულობს ტექსტს, უფრო სწრაფად და ადვილად გებულობს წაკითხულის
შინაარსს, ვიდრე სხვა რამზე ფიქრის დროს. მათი მოსაზრებები იმდენად ხალასი და მათეული
იყო, რომ ცოტა არ იყოს გავოცდი. მეხუთე და მეექვსე მოსწავლეების პასუხებმა გაამართლა
ჩემი ვარაუდი ამ ასაკის მოსწავლეთა ნებისმიერი ყურადღების სისუსტესთან დაკავშირებით.
ფოკუს ჯგუფმა
აჩვენა, რომ მოსწავლეები სერიოზულად უდგებიან
წამოჭრილ პრობლემას. ისინი ეძიებენ გამომწვევ მიზეზებს და გადაჭრის გზებსაც თავად აგნებენ.
5.2 რაოდენობრივი კვლევის შედეგი
თვისებრივი
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დავგეგმე რაოდენობრივი კვლევა, ინსტრუმენტად გამოვიყენე
ანკეტირება. ანკეტირება ვაწარმოე მთელ კლასში.
წინასწარ შევიმუშავე კითხვარი, რომელიც შედგებოდა 5 დახურული კითხვისგან.
პირველ კითხვაზე: „მხატვრული ტექსტის კითხვა გირჩევნია
თუ ინფორმაციულის?“ 17 მოსწავლიდან 67%-მა
მიპასუხა, რომ მხატვრული ტექსტის, ხოლო 33%-ს
ურჩევნია -ინფორმაციული ტექსტის კითხვა. მოსწავლეთა
პასუხებმა დამარწმუნა საკვლევი თემის სწორად შერჩევაში, რადგან მათთვის უფრო მარტივი
და მისაღები აღმოჩნდა მხატვრული ტიპის ტექსტების კითხვა.
მეორე კითხვაზე: „რომელი მხატვრული ტექსტის
კითხვა უფრო გიყვარს: ა)ზღაპრის; ბ)იგავ-არაკის?“; მოსწავლეთა 73%- მა ზღაპრის კითხვა
ამჯობინა, მხოლოდ 27%- ურჩევნია იგავ-არაკის კითხვა.
ეს მონაცემები მოსწავლეების ინტერესის სფეროს გვამცნობს, რაც მათი
ასაკობრივი თავისებურებებიდან იკვეთება. ანკეტირების კითხვარის მესამე კითხვამ: “რამ
შეიძლება გახადოს კითხვის პროცესი შენთვის მოსაწყენი? ა)უინტერესო თემამ; ბ) ტექსტის
სიდიდემ; გ) გაუგებარმა სიტყვებმა“ მოსწავლეთა მიერ გაცემულმა პასუხებმა გაამყარა
ჩემი ვარაუდები იმის შესახებ, რომ მოსწავლეებისთვის კითხვა სახალისო პროცესი იმიტომ
არ არის, რომ ბევრი გაუგებარი სიტყვა ხვდებათ
ტექსტში და მათ ინტერესებზე არ არის მორგებული. 55%-ს მიაჩნია, რომ გაუგებარი სიტყვები იწვევს კითხვისადმი
ინტერესის დაკარგვას, 40% მიიჩნევს, რომ კითხვა მოსაწყენი შეიძლება გახდეს უინტერესო
თემის გამო. 5% ამ პრობლემის წამოჭრის მიზეზად ვრცელ ტექსტებს ასახელებს.
მეოთხე კითხვაზე: რომელი გირჩევნია, ვრცელი ლექსის დაზეპირება თუ წაკითხული მხატვრული ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა? კლასის მოსწავლეთა
89%-ს ურჩევნია დიდი ზომის ლექსის დაზეპირება, წაკითხულის მოკლე შინაარსის გადმოცემა
კი მხოლოდ 11%-სთვის არის მისაღები. აშკარაა, რომ ლექსის დაზეპირება ტექსტის გაგება-გააზრებას
არ მოითხოვს, მოკლე შინაარსის გადმოსაცემად კი ამ უნარების ფლობაა აუცილებელი. მოსწავლეთა
პასუხები მოწმობს პრობლემის სიცხადეს და ჩემი ვარაუდების სისწორეს.
მეხუთე კითხვაზე: „რა გიშლის ხელს წაკითხული მხატვრული
ტექსტის შინაარსის გადმოცემაში?“ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა 90%-ს ტექსტის აღდგენა უჭირს,
რაც, ვფიქრობ, გაფანტული ყურადღებითაა გამოწვეული.
პრობლემის მიზეზად ილუსტრაციის სიმცირეს კი მოსწავლეთა 10% ასახელებს,რაც მათ ასაკობრივ
თავისებურებებს შეესაბამება თვალსაჩინო-ხატოვან მასალასთან დაკავშირებით.
მოცემული სტატისტიკის მიხედვით იკვეთება, რომ ჩემი
მოსწავლეების უმრავლესობას წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემას უქმნის გაუგებარი სიტყვების სიმრავლე და ყურადღების
დეფიციტი. მცირე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ პრობლემას იწვევს უინტერესო შინაარსის ტექსტები,
ილუსტრაციების სიმცირე და ვრცელი საკითხავი მასალა.
5.3 ძირითადი დასკვნები
აღნიშნულ ქვეთავში წარმოდგენილია კვლევის შედეგად მიღებული მონაცემთა ინტერპრეტაცია
და მნიშვნელოვანი დასკვნები.
კვლევის მრავალმხრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა
და მიღებული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა სამიზნე ჯგუფში ერთგვაროვანი შეხედულებები
წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით. მოსწავლეებისთვის მარტივი
წასაკითხია მხატვრული ტიპის ტექსტები, რადგან მათთვის უფრო გასაგები და მარტივია, ვიდრე
საინფორმაციო შინაარსის მქონე ტექსტები, სადაც მათივე შეხედულებით უცხო სიტყვებია მრავლად;
მონაცემებმა ცხადყო, რომ ყველაზე მწვავედ ლექსიკური მარაგის სიმწირე მოქმედებს წაკითხული
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებაზე (ამიტომაც მიმაჩნია, რომ სწორად განვსაზღვრე საკვლევი
თემა). მოსწავლეები ყურადღებას აქცევენ ტექსტების შინაარსსაც და თუ მათ ინტერესებზე
მორგებულია, მეტი ხალისით კითხულობენ; ზოგიერთ მოსწავლეს კითხვას უმარტივებს საკითხავ
მასალაში ილუსტრაციების სიმრავლე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებას ხსნის; საინტერესოა
ის ფაქტიც, რომ მოსწავლეთა ნაწილმა ყურადღების მართვაც წამოჭრა პრობლემის ერთ-ერთ მოგვარების გზად.
საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა,
რომ მოსწავლეებისთვის
კითხვა არც თუ ისე სახალისო პროცესია. მონაცემები
გავაცანი კოლეგებს, რომელთა მოსაზრებები და რეკომენდაციებიც ჩემთვის საინტერესო და
მნიშვნელოვანი იყო, რაც გავითვალისწინე კვლევის მომდევნო ეტაპზე.
თავი VI
6. ინტერვენციების აღწერა
ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების,
ანკეტირების და კოლეგების რეკომენდაციების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღე ინტერვენციების დაგეგმის შესახებ. მნიშვნელოვანი
იყო გამეთვალისწინებინა,რომ დაგეგმილი ინტერვენციები შესაბამისი ყოფილიყო ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან. სასწავლო პროცესში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ორიენტირებული უნდა
ყოფილიყო მოსწავლეებში წაკითხული მხატვრული
ტექსტის გაგება-გააზრების უნარების განვითარებაზე.
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დავგეგმე შემდეგი
ინტერვენციები:
ინტერვენცია 1. „საკლასო ბიბლიოთეკა“
მიზანი: მრავალფეროვანი მხატვრული ლიტერატურით მოსწავლეებში
კითხვისადმი მოტივაციის ამაღლება.
კლასის ერთ კუთხეში მრგვალი მაგიდა და სკამები განვათავსე.
მოსწავლეები მეხმარებოდნენ საკითხავი სივრცის მოწყობაში. შევიძინე საბავშვო მხატვრული ლიტერატურა და მაგიდაზე
ლამაზად გავშალე. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ, წაეკითხათ რა ეწერა ამ ლამაზ წიგნებში,
ამიტომ შესვენების დროს საკლასო ოთახში სირბილის ნაცვლად, ისხდნენ და კითხულობდნენ.
შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ და ურჩევდნენ რა წაეკითხათ.
ინტერვენცია 2. „ლექსიკონები“
მიზანი: მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მოსწავლეებმა ქართულის გაკვეთილისთვის შემოიღეს ლექსიკონები. ყოველი ახალი გაკვეთილის ახსნისას
ისინი ტექსტიდან ლექსიკონებში ინიშნავდნენ გაუგებარ (ახალ) სიტყვებს,
შემდეგ ვხსნიდით და განმარტებებს ან შესატყვის სიტყვებს უწერდნენ. (მოსწავლეები ლექსიკონებს
აწარმოებენ ახლაც).
ინტერვენცია 3. „ვკითხულობთ ერთად“
მიზანი: მოსწავლეებში კითხვისადმი მოტივაციის გაზრდა და ყურადღების მართვის
სწავლა.
მოსწავლეებთან
ერთად ვჯდებოდი წრეში და ვიწყებდი საინტერესო მხატვრული ნაწარმოების კითხვას. ტექსტი
მოსწავლეთა სურვილით ირჩეოდა. ყოველი შემდეგი
მოსწავლე აგრძელებდა კითხვას. ყველა ყურადღებით უსმენდა სხვას, რადგან წაკითხვის შემდეგ
ვმსჯელობდით წაკითხული ტექსტის ირგვლივ.
ინტერვენცია 4. „სიტყვათა სკივრი“
მიზანი: მოსწავლეებში გაამდიდროს ლექსიკური მარაგი.
მოსწავლეებს დავურიგე ჩემ მიერ შედგენილი მცირე მოცულობის
ტექსტი (იხ.დანართიN8) და ვთხოვე მოეძებნათ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები და ამოეწერათ.
ამ ტიპის აქტივობებს გაკვეთილის 5 წუთს ვუთმობდი და ხშირად ვიმეორებდი მოსწავლეთა დიდი
სურვილის გამო.
ინტერვენცია 5. სიტყვის/ცნების რუკა
მიზანი: მოსწავლეებში ლექსიკური
მარაგის გამდიდრება; ცნების (სიტყვის) მრავალი
კუთხით გააზრება.
მოსწავლეებს გავაცანი ახალი სავარჯიშოს შესრულების
წესი. შემდეგ მათი დახმარებით შევავსე დაფაზე მსგავსი სქემა. ამის შემდეგ წყვილებს
დავურიგე თაბახის ფურცლები და დავავალე შეევსოთ სქემა ნიმუშის მიხედვით. სქემის ცენტრში
სამიზნე სიტყვა ეწერა და გარშემო ოთხ ცარიელ უჯრაში მათ შესაბამისად უნდა ჩაეწერათ:
განმარტება თავისი სიტყვებით; სინონიმები (მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები); ამ სიტყვის
გამოყენებით შედგენილი წინადადება; შეექმნათ
ამ სიტყვის გამომხატველი ილუსტრაცია.
ეს მეთოდი/აქტივობა
რამდენჯერმე გამოვიყენე მხატვრულ ტექსტებზე მუშაობის დროს.
ინტერვენცია 6. „დაკარგული სიტყვები“
მიზანი: იმდიდრებენ
ლექსიკურ მარაგს; სწავლობენ საჭირო სიტყვის
ამოცნობას კონტექსტის მიხედვით; უვითარდებათ ნებისმიერი ყურადღების მართვა.
წინასწარ შევარჩიე
მცირე ზომის მხატვრული ტექსტი (ესტონური ზღაპარი „რატომ დამუნჯდნენ ხეები“; იხ.დანართი
N9), საიდანაც ამოვიღე რამდენიმე
სიტყვა. ეს სიტყვები ადვილად ამოსაცნობი იყო მათთვის კონტექსტის მიხედვით და მეტ-ნაკლებად თანაბრად
გაფანტული ტექსტში. მოსწავლეებს ყურადღებით უნდა წაეკითხათ ტექსტი და დაებრუნებინათ მასში
„დაკარგული სიტყვები“ ანუ გამოეცნოთ და საჭირო ადგილას ჩაეწერათ გამოტოვებული სიტყვები.
დამოუკიდებლად მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობდი ტექსტის ავტორისეულ ვარიანტს და ერთმანეთის
ნამუშევარს ვასწორებინებდი. სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი მსჯელობდნენ თუ რა დაეხმარათ ამა თუ იმ სიტყვის შერჩევაში.
ინტერვენცია 7. „მნიშვნელოვანი სიტყვები“
მიზანი:
ü მოსწავლეები
იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
ü ივითარებენ ახალ სიტყვებზე მუშაობისა და სხვადასხვა
კონტექსტში მათი ადეკვატურად გამოყენების
უნარ-ჩვევას;
ü სწავლობენ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის
გარჩევას და აქედან გამომდინარე ,მნიშვნელოვანი და ნაკლებადმნიშვნელოვანი სიტყვების
გამოყოფას;
ü ივითარებენ მსჯელობის, წაკითხული
ტექსტის გაგებისა და ანალიზის უნარებს;
მოსწავლეებს
დავურიგე წინასწარ შერჩეული მცირე ზომის მხატვრული ტექსტი ( ნ.აბულაძე,“მეეზოვე
და გველი,“იხ.დანართი N10) წყვილებში, თითო ეგზემპლარს 5 წებოვანი ბარათით. მოსწავლეები წინასწარ
განსაზღვრულ დროში (ტექსტის სიდიდისა და სირთულის გათვალისწინებით) კითხულობდნენ ტექსტს
და იქიდან ბარათებზე იწერდნენ, მათი აზრით,
ტექსტის შინაარსის გასააზრებლად ყველაზე მნიშვნელოვან 5 სიტყვას (თითო წებოვან ბარათზე
თითო სიტყვა). როცა ყველა წყვილი ასრულებდა
სამუშაოს, დაფაზე სიტყვების სვეტის შექმნას ვიწყებდით: თითოეული წყვილი ჰორიზონტალურად განათავსებდა თავის ბარათებს, ყოველი
მომდევნო წყვილი იმ სიტყვებს, რომლებიც მის ბარათებზეც მეორდებოდა, აკრავდა უკვე გაკრული ამავე სიტყვის
მქონე ბარათის ქვეშ, დანარჩენების გაკვრას კი ჰორიზონტალურ რიგში აგრძელებდა. ყველა
წყვილი ანალოგიური პრინციპით განალაგებდა ამოწერილ სიტყვებს დაფაზე. ამ დავალების დასრულების შემდეგ ვითვლიდი
რამდენჯერ მეორდებოდა ესა თუ ის სიტყვა და ვავლენდი ყველაზე რეიტინგულ სიტყვებს. მიღებულ
შედეგებზე დაყრდნობით იმართებოდა დისკუსია (მაგ: რატომ ამოირჩიე ეს სიტყვა? რომელი
სიტყვები შეირჩა ყველაზე ხშირად? თქვენი აზრით, ტექსტში რომ არ ყოფილიყო ეს სიტყვა,
მოაკლდებოდა თუ არა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექსტს? და ა. შ.) დისკუსიის დასრულების
შემდეგ მოსწავლეთა წყვილებს მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენებით ვასრულებინებდი სხვადასხვა
ტიპის დავალებას. (მაგ: სინონიმების ან ანტონიმების შერჩევა; ასოციაციური რუკის შედგენა;)
შემდეგ ჯერზე
ამ მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები წყვილების ნაცვლად დამოუკიდებლად ასრულებდნენ
ამ დავალებებს.
ინტერვენცია 8. „დიორამა
მიზანი:
ü მოსწავლეებს
განუვითარდეთ გაგება-გააზრების უნარი;
ü ვარჯიშობენ
ტექსტის წარმოსახვასა და გაცოცხლებაში.
ü ეჩვევიან დეტალებზე დაკვირვებას და მათ შორის კავშირების
აღმოჩენას.
მუშაობის ფორმა: ჯგუფური
რესურსები:
ü დასამუშავებელი მხატვრული ტექსტი;
ü მცირე ზომის ყუთი
ü პლასტელინი;
ü ფერადი ქაღალდები
ü ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები, საღებავები;
ü მცირე ზომის ფიგურები, ფერადი
ძაფები, ჩხირები, გირჩები და სხვა.
ეს მეთოდი გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში მხატვრული
ტექსტის (ვ.ფშაველას „ჩხიკვთა ქორწილი“). შესწავლისას. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით ხელოვნების გაკვეთილზე წინასწარ შექმნეს რესურსების ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოვიყენეთ
ამ აქტივობისთვის, ნაწილი მასალა თავად მოვუტანე.
პირველ რიგში მოსწავლეებმა ტექსტის
მნიშვნელოვან ეპიზოდებს შეურჩიეს სათაურები. ეს სათაურები ფერად ფურცლებზე დავწერე
და ჩავყარე პატარა ტომარაში და მოსწავლეთა ჯგუფებს წილისყრით დავურიგე. (ჯგუფში 4-5
მოსწავლე). მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული მასალის გამოყენებით შექმნეს ნაწარმოების
კონკრეტული ბუნების ეპიზოდი. ვაკვირდებოდი
მოსწავლეთა მუშაობის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი მათ. სამუშაოს
დამთავრების შემდეგ ჯგუფები არჩევდნენ პრეზენტატორს და მთელი კლასის წინაშე წარადგენდნენ
შექმნილ დიორამას. ჯგუფის წევრები საუბრობდნენ დიორამის შექმნის პროცესზე.
ინტერვენცია 9. „პერსონაჟის რუკა“
მიზანი:
მოსწავლეებს განუვითარდეთ წაკითხული
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების
უნარი. კერძოდ:
ü ტექსტში პერსონაჟის
შესახებ ყველა ინფორმაციის მოძებნა,
გააზრება და დასკვნების გამოტანა;
ü არგუმენტირების უნარი ტექსტიდან
სათანადო ადგილების მოშველიებით;
ü პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის უნარი.
წინასწარ შევარჩიე სახელმძღვანელოში ნაწარმოები (ქართული ხალხური ზღაპარი „ერთი მანეთის
შოვნა“) ისეთი პერსონაჟები, რომელთაც ტექსტში მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდათ. ტექსტის
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე შესავსები სქემა. სქემის შევსებისას ისინი რამდენჯერმე
დაუბრუნდნენ ტექსტს ზუსტად რომ მოეძებნათ და დაკვირვებოდნენ პერსონაჟების დამახასიათებელ
ადგილებს. სქემის შევსების შემდეგ მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. ამის
შემდეგ მათ განიხილეს ნამუშევრები. მოსწავლეები
სქემების დახვეწა-დაზუსტებას ტექსტის მოშველიებით და მსჯელობით ახდენდნენ. ბოლოს დასრულებული და დაზუსტებული სქემა დაფაზე
დავხაზე, მოსწავლეებმა კი რვეულში გადაიტანეს.
ინტერვენცია 10. „კომიქსი“
მიზანი:
ü მოსწავლეებს განუვითარდეთ
ტექსტის გააზრების უნარი თავიანთი შემოქმედებითი უნარების აქტიური გამოყენებით;
ü აუმაღლდეთ კითხვისადმი მოტივაცია.
პირველ ეტაპზე
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ კომიქსი შედგება
გამოსახულებისა და ტექსტის კომბინაციისგან. მათ გავაცანი კომიქსის შექმნის ძირითადი პრინციპები:
ტექსტიდან მნიშვნელოვანი/საკვანძო
მონაკვეთების გამოყოფა; პერსონაჟებისა და გარემოებების
შერჩევა; ფანტაზიის, შემოქმედებითობის, იუმორის
გამოყენება და სხვა.
ამის შემდეგ
მოსწავლეებმა შეარჩიეს ტექსტის (ო.იოსელიანის „ვირის ჭკუა“) საკვანძო ადგილები კომიქსში ჩასახატად; მათ მოამზადეს ჩარჩო
სურათების ჩასახატად. ბოლოს კომიქსის სურათებს დიალოგური ბუშტების სახით მიაწერეს ტექსტი.
მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა კლასის
წინაშე გამოფენის სახით წარადგინეს ნამუშევრები.
თავი VII
7. ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ,
იმისთვის,რომ გამეგო რა როლი ითამაშა ჩემ მიერ გაწეულმა მუშაობამ მოსწავლეთა შედეგებზე, მოსწავლეებს დავურიგე კითხვარები და ჩავატარე განმეორებითი
ანკეტირება. ანკეტირების შედეგების მიხედვით ვაკეთებ დასკვნას, რომ განხორციელებულმა
აქტივობებმა მოსწავლეებს აღუძრა კითხვისადმი
სურვილი. მეორეული გამოკითხვის შემდეგ კითხვაზე:
„რას აკეთებ თავისუფალ დროს?“ მოსწავლეთა 40% პასუხობს, რომ კითხულობს. ეს რიცხვი კვლევის დასაწყისში 15% იყო. ამ მონაცემებს ადასტურებს
კითხვისადმი მათი მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეთა
თხოვნით კლასში მოვაწყეთ საკითხავი კუთხე, შევიძინე საბავშვო მხატვრული ლიტერატურა
და განვათავსე ამ ადგილზე. მოსწავლეებს დასვენებებზე
უჩნდებათ სურვილი, დასხდნენ საკითხავ კუთხეში და იკითხონ სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა. მათივე თხოვნით
წიგნებს ვატან სახლში წასაკითხად. მომდევნო დღეს კი წაკითხულს განვიხილავთ კლასში.
გამოკითხვის შედეგები ადასტურებს ინტერვენციების შემდეგ წინსვლას წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების
უნარების განვითარების მხრივ. მოსწავლეები კითხვაზე: „რა გირჩევნია წაკითხული ტექსტის მიხედვით: ა) კითხვების დასმა; ბ) შინაარსის გადმოცემა და რატომ?“ მოსწავლეთა
50% ასახელებს პირველ შემთხვევას, მეორეს კი-მათი
ნახევარი. ისინი პასუხებს არგუმენტირებით ამყარებენ - კითხვების დასმა მოსწონთ,
რადგან არ მოითხოვს თანმიმდევრულობას და უფრო თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ რას მიიჩნევენ
მნიშვნელოვნად; ამბის თხრობისას კი მოსწონთ, როცა
გონებაში თანმიმდევრულად აღადგენენ
პროცესებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემენ
სათქმელს. მათ პასუხებზე დაყრდნობით, ვიგებთ, რომ უკვე მარტივად ამოიცნობენ ტექსტში მთავარ და მეორეხარისხოვან
ინფორმაციას, ამ უნარის განვითარებაში მოსწავლეებს დაეხმარათ ინტერვენცია 7. „მნიშვნელოვანი
სიტყვები“.
აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეები მეტი ხალისით და ინტერესით
მუშაობდნენ ჩემთან ერთად. როცა მათ გვერდით იატაკზე წრეში ვიჯექი, მივხვდი,რომ მთელი
გულისყურით კითხულობდნენ და ყურადღება კი მომართული ჰქონდათ მკითხველისკენ.
დისკუსიის დროს ვიღებდი ყველა მოსწავლის პასუხს და ვთხოვდი არგუმენტი გაეკეთებინათ.
ეს ინტერვენცია დამეხმარა მოსწავლეებში კითხვისადმი მოტივაციის ამაღლებასა და ყურადღების
მართვაში. მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში
დამეხმარა ინტერვენცია 5.“სიტყვის/ცნების რუკა,“ მისმა გამოყენებამ მოსწავლეებს სიტყვების
მრავალმხრივად გააზრების და დაკვირვების უნარი
განუვითარა.
აღმოჩნდა, რომ ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან
ერთად ტექსტის გაგების უნარის გასავითარებლადაც კარგად იმუშავა ინტერვენცია 6. „დაკარგული
სიტყვების“ მეთოდის გამოყენებამ. პირველ ჯერზე შევიტანე პატარა ზომის, მარტივი ტექსტი
მოსწავლეებს ადვილად რომ გაეგოთ აქტივობის მიზანი და დანიშნულება. მათ მარტივად შეასრულეს ჩემი მითითებებით დავალება. მეორედ კი
ნაწარმოების მოცულობაც გავზარდე და ტექსტიც ოდნავ რთული შევარჩიე. მიუხედავად იმისა,
რამდენიმე მოსწავლეს ჩემი დახმარება დაჭირდა, უმრავლესობამ მარტივად გაართვა თავი დავალების
შესრულებას.
მოსწავლეებს ისე მოეწონათ სხვადასხვა რესურსით სიუჟეტების
გაცოცხლება, რომ მხატვრულ ტექსტს თავისდაუნებურად
ჩაუღრმავდნენ ინტერვენცია 7. „დიორამის“ დახმარებით.
მათ ტექსტი სიღრმისეულად გაიაზრეს და დეტალურად წარმოდგენილი ნაწარმოების
სიუჟეტებით შექმნილი ნამუშევრები მარტივად
აღწერეს. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებას მუშაობის დროს მეტი ხმაური მოჰყვა და მითითებების
მიცემა მომიხდა მოსწავლეებისთვის.
ინტერვენცია 9. „პერსონაჟის რუკამ“ მოსწავლეებში წაკითხული მხატვრული
ტექსტის ირგვლივ გაგება-გააზრების უნარი განავითარა. რაც გამოიხატა მათი მხრიდან ტექსტის
მიხედვით პერსონაჟის დახასიათებასა და საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირებაში. ეს მეთოდი მოსწავლეებს
ნებისმიერი ყურადღების მართვაშიც დაეხმარა, რადგან დროდადრო ტექსტს უბრუნდებდნენ და რამდენჯერმე მოუხდათ
ტექსტის წაკითხვა.
განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში (ინტერვენცია 10. „კომიქსი“) კომიქსებზე
მუშაობამ. ამ აქტივობამ ტექსტის გააზრებასთან ერთად მათი შემოქმედებითი უნარებიც გააქტიურა
და კეთებით სწავლაც უფრო სახალისო აღმოჩნდა.
პირველ ჯერზე მოსწავლეებს ნახატებით შევაქმნევინე
კომიქსები, მეორედ კი სიუჟეტებად დაჭრილი ამბავი
(ტექსტის გარეშე) შევიტანე კლასში და უნდა აეწყოთ თავიანთი ინტერპრეტაციით და პატარა
ამბავიც შეედგინათ კომიქსის მიხედვით.
მეორეული გამოკითხვისას მათი პასუხი კითხვაზე:
„ამოირჩიე შენთვის ყველაზე სასურველი დავალება წაკითხული მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების
მიზნით და ახსენი შენი პასუხი; მოსწავლეთა 60%-ს ურჩევნია მთავარი პერსონაჟის დახასიათება,
რადგან მიიჩნევენ, რომ ამ გზით ზუსტად წარმოაჩენენ ტექსტის ცოდნას და საკუთარ შეხედულებებსაც
დაუფარავად გამოხატავენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერეს გააზრებული
კითხვის მნიშვნელობა, რაზეც მიუთითებს მათი პასუხები კითხვაზე: რატომ არის აუცილებელი
დამატებით იკითხოს მოსწავლემ? მოსწავლეთა 72%-მა გაითავისა,რო კითხვა ცოდნის შესაძენად
არის აუცილებელი,მათი უმცირესობა ვარაუდობს მხოლოდ რომ უფროსებს ასიამოვნებს ამით,
ან არ იჯდება უქმად.
ინტერვენციების განხორციელება არა მარტო მოსწავლეებისთვის,
არამედ ჩემთვისაც საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა
სასწავლო პროცესში. ინტერვენციების შედეგები გავაცანი კოლეგებს, რომელთაც აღნიშნეს მოსწავლეთა პროგრესი კვლევის ბოლოს. მოვისმინე მათი
შეხედულებები,რომლებიც ეხებოდა ინტერვენციების მიზანმიმართულად გამოყენებას. მათი რეკომენდაციით
სხვა მეთოდების გამოყენებით დავგეგმავ მომავალ გაკვეთილებს,რომელიც მოსწავლეებს განუვითარებთ
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარებს.
თავი VIII
8. დასკვნა
მესამე კლასში განხორციელებული კვლევის შედეგად,
შემიძლია დავასკვნა, რომ კვლევის ყველა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. (ჩემთვის ყველაზე
საინტერესო თერაპიის ეტაპი იყო). კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შერჩეული საკვლევი
საკითხი აქტუალურია სკოლისთვის.
თამამად
შემიძლია ვთქვა, რომ სკოლის პედაგოგები, რომლებიც საქმის კურსში იყვნენ კვლევის განხორციელებისას,
ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციებით დაეუფლნენ პრაქტიკული კვლევის ჩატარებისთვის საჭირო
ცოდნასა და უნარებს, რასაც მომავალში გამოიყენებენ სასწავლო პროცესში წამოჭრილი პრობლემების
მოსაგვარებლად.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინტერვენციების
შემდეგ მოსწავლეები მაღალი მოტივაციით მიუდგნენ მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებას,
რაც დაადასტურა კვლევის ბოლოს მოსწავლეთა შედეგებმა,
რომელიც ჩავატარე წაკითხული მხატვრული ტექსტის
გაგება-გააზრების უნარის შესამოწმებლად. (ტექსტი იხილეთ დანართიN 12-ში). მოსწავლეებს დავურიგე კვლევის დასაწყისში
განხორციელებული ტესტირების დროს გამოყენებული ტექსტის მსგავსი სირთულის და მათ ინტერესებზე
მორგებული მხატვული ტექსტი და საშინაო დავალებად მივეცი ტექსტი რამდენჯერმე წაეკითხათ
ყურადღებით. გაკვეთილზე კი ტექსტები კიდევ ერთხელ წაიკითხეს და სამუშაო ფურცლებზე უპასუხეს კითხვებს. მოსწავლეთა
68%-ს ზუსტად ჰქონდა გააზრებული ტექსტი და პასუხებიც სწორად იყო გაცემული; 27%-მა დავალება
სწორად შეასრულა, მათი ძირითადი შეცდომები გაუმართავ წინადადებებში მდგომარეობდა; მხოლოდ
5%-ს გაუჭირდა ტექსტის გაგება-გააზრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ნახევარ დავალებას ამ მოსწავლეებმაც სწორად გაართვეს
თავი. მათი პრობლემა მდგომარეობდა იმ კითხვებში, რომელიც ახსნა-განმარტებას მოითხოვდა
ტექსტიდან. ვფიქრობ, მოსწავლეთა შედეგები გაუმჯობესდა,
თუმცა არ მიმაჩნია, რომ საკვლევი პრობლემა ბოლომდე მოგვარებულია. რეალური სურათის შესაქმნელად
მოსწავლეებში ვაწაროე მეორეული გამოკითხვა. მოსწავლეთა პასუხებმა ცალსახად დამანახეს
კვლევის ეფექტიანობა. მათი უმრავლესობა თავისუფალ დროს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვით
არის დაკავებული. რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებმა გააცნობიერეს გააზრებული კითხვის
მნიშვნელობა, რაც ვფიქრობ, მომავალი წარმატებების მისაღწევად წინგადადგმული ნაბიჯია.
საერთო ჯამში, რადგან ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო,
ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევას წარმატებულად მივიჩნევ. ვაგრძელებ და მომავალშიც განვახორციელებ
გაკვეთილებზე იმ ახალ და მრავალფეროვან მეთოდებს/აქტივობებს, რომელთაც ვიყენებდი კვლევის
განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა სკოლისთვის ნაყოფიერი
შედეგის მომტანი აღმოჩნდა, რადგან კოლეგებთან ერთად რეალურად შევისწავლე სკოლისთვის
მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემა და შევეცადეთ მის მოგვარებას.
კვლევის პროცესში შევიძინე მკვლევარისთვის აუცილებელი
და საჭირო უნარები. რასაც შემდგომში მიზანმიმართულად
გავუზიარებ დაინტერესებულ კოლეგებსაც. მათ საშუალება მიეცემათ მარტივად შეისწავლონ წამოჭრილი პრობლემები და დამოუკიდებლად შეიმუშაონ მოგვარების გზები.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების გამოყენება
შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
ü დაინტერესებულმა მასწავლებლებმა
შესაძლოა გამოიყენონ კვლევის შედეგები და მოამზადონ სტატია, პრეზენტაცია.
ü კვლევის შედეგების საშუალებით
კოლეგები გაიზიარებენ გამოცდილებას.
ü ამ საკითხით დაინტერესებული
მასწავლებლები აღნიშნულ კვლევის შედეგებს გამოიყენებენ
საკუთარი პრაქტიკული კვლევის დაგეგმვისას.
მართალია კვლევის პროცესი მარტივი არ ყოფილა ჩემთვის,
რადგან სასწავლო პროცესის ხარისხიც არ მინდოდა შემესუსტებინა, თუმცა კმაყოფილი ვარ
იმიტომ, რომ საკუთარი ნებით ჩავერთე პროფესიული განვითარების გრძელვადიან პროცესში;
განვავითარე პროფესიული ჩვევები, რაც დამეხმარა რთული საკითხების გადაჭრაში, როგორც
ინდივიდუალურად, აგრეთვე კოლექტიურად. ჩემი პრაქტიკის კვლევა დამეხმარა მომავლის იმედის
პოვნაში და კოლეგების მასტიმულირებელიც აღმოჩნდა. მივხვდი, რომ პრაქტიკული კვლევის
დროს განვავითარე ყოველდღიურ სწავლების პროცესში
სრულყოფისკენ სწრაფვა, სურვილი იმისა, რომ კრიტიკულად შემეფასებინა საკუთარი სწავლების
მეთოდები, რათა გამეუმჯობესებინა და ამემაღლებინა იგი. კვლევის დასასრულს აღმოვაჩინე,
რომ პროფესიული პრობლემის მოგვარება როგორც მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე
მოსწავლეთა შედეგებსაც აუმჯობესებს და თვალნათლივ გვაჩვენებს მიზეზს, რატომ არის საჭირო
პრაქტიკული კვლევის ჩატარება.
კვლევის ბოლოს შემიძლია დავასკვნა და კოლეგებს ვურჩიო, რომ:
ü ყველას გვაქვს შანსი პროფესიული
განვითარებისთვის.
ü ჩვენ, მასწავლებლებს გვაქვს
უნარი პროფესიული ზრდისა და განვითარების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ.
ü თანამშრომლობა აუმჯობესებს
პროფესიულ განვითარებას.
ü
თავი IX
9. გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფია):
ü ბავშვის განვითარების ასაკობრივი
თავისებურებები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2013.
ü განვითარებისა და სწავლის
თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2010.
ü ეროვნული სასწავლო გეგმა.
ü ეფექტიანი სწავლება .(გამოცდების
ეროვნული ცენტრი,ი.კუტალაძე .2010)
ü ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას
, გამოცდების ეროვნული ცენტრი, I ნაწილი.
ü კითხვის ეფექტური მეთოდები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი, (2013).
ü კითხვის ეფექტური მეთოდები-მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი-„წიგნიერების განვითარების ძირითადი ასპექტები“.
ü მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, II ნაწილი,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016).
ü როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ
კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ტრენინგ-მოდული.
ü სწავლება და შეფასება. მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,2010.
ü ქართული ენისა და ლიტერატურის
გზამკვლევი მასწავლებლებისთვის I-VI კლასები-ეროვნული სასწავლო გეგების ცენტრი და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ü ნ.მაღლაკელიძე, ც.ყურაშვილი, ე.მაღლაკელიძე, „ქართული
3“, 2014.
ü ნ.მაღლაკელიძე, „წიგნის სამყარო“, 2008.
ü ნ.გორდელაძე, თ.კუხიანიძე, „ქართული“,
2018.
ü ჯონ დიუის პედაგოგიური კონცეფცია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2013.
ელექტრონული რესურსები:
ü სტრატეგიები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის,
ნათია ჭუმბურიძე,
19 მარტი 2019 წელი. ინტერნეტგაზეთი http://maststavlebeli.ge
ü გააზრებული კითხვის სწავლება
დაწყებით საფეხურზე. ლომიძე ნ.
27.08.2015. ინტერნეტგაზეთი.
დანართები:
დანართი N 1.
1.
ყურადღებით წაიკითხე ტექსტი
და უპასუხე კითხვებს:
პირველი გაკვეთილი
(შემოკლებით)
მესამე დღეა, დათოს დედა ავად არის და წევს. თავქვეშ
თეთრი ბალიში უდევს,ზევიდან ყვავილებიანი საბანი ახურავს, წევს ასე გულაღმა... და წიგნს
კითხულობს. უკვირს დათოს, ძალიან უკვირს, თუ მართლა ავად არის, წიგნს როგორღა კითხულობსო.
ჰოდა, მესამე დღეა, დათო რეზოს მამას მიჰყავს სკოლაში. ჩამოივლის დილით, ფანჯარაზე თითს უკაკუნებს, რეზო კი ეძახის:
-
დათო!
-
დათო აჩქარებული გამოდის
სახლიდან, მანამდე კი დედას ემშვიდობება და
ექიმივით არიგებს, წამლის დალევა არ დაგავიწყდესო.
-
დედა როგორ არის? - ეკითხება
რეზოს მამა.
-
წამლებს სვამს, მაგრამ ისევ ახველებს, წიგნსაც ისევ კითხულობს.
ასე მიაცილებს რეზოს მამა
ორივეს სკოლამდე, მერე დაემშვიდობება,თქვენ იცით და თქვენმა ხუთიანებმაო.
გაკვეთილები რომ დამთავრდება, სწორედ იქ
დგას, სადაც დაემშვიდობა ბიჭებს. გეგონებათ, არსად არ წასულაო. იქ სხვების მამებიც
დგანან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდი ამინდია. დგანან და ხმამაღლა საუბრობენ.
ახლა დგანან რეზო და დათო და მას ელოდებიან.
რა ხანია, გაკვეთილები დამთავრდა, ის კი ჯერ არსად ჩანს. განსაკუთრებით დათო წუხს.
დედა ავად არის და მალე უნდა მივიდეს შინ, აბა სულ მეზობლები ხომ არ მიხედავენ?
ამ დროს ნათელა მასწავლებელი გამოვიდა სკოლიდან.
ნათელა მასწავლებელს რომ დაინახავს, დათოს ყოველთვის პირველი გაკვეთილი ახსენდება.
მაშინ ნათელა მასწავლებელმა იკითხა: დედაზე ლექსი ვინ იცისო?
ყველამ ასწია ხელი.
-
დაუშვით ხელი! მამაზე?
ისევ ყველამ ასწია ხელი,
დათომ კი თავი ჩაღუნა. მიუახლოვდა მასწავლებელი, მხარზე ხელი დაადო.
-
რა გქვია? რა გვარი ხარ? მამაზე ლექსი არ იცი?
-
სხვაგან ცხოვრობს მამა.
ახსოვს დათოს პირველი გაკვეთილი,
არც დაავიწყდება.
დათოს ხანდახან ნახულობს
მამა,დაუკაკუნებლად აღებს კარს, შედის ოთახში და ქაღალდში გახვეულს რაღაცას ტოვებს
მაგიდაზე. იმ ქაღალდში ან შარვალია ან პერანგი, მაგრამ ბიჭს ყოველთვის ან დიდი მოსდის
ან პატარა. დედა არღვევს ხოლმე და ხელახლა კერავს.
მამა თავზე ხელს უსვამს დათოს,რა გიყიდოო, ეკითხება,
იქნებ ველოსიპედი გინდა ან დიდი ბურთი.
-
არაფერიც არ მინდა, - ებუზღუნება დათო,- ხომ იცი, რომ დედა ხშირად
ხდება ავად, რა იქნება, ერთხელ მაინც წამიყვანო სკოლაში! წამიყვანო და წამომიყვანო!
-
მამა მოდის! - დაიძახა რეზომ.
დათომ გაიხედა და დაინახა,
ღიმილით მოდის რეზოს მამა, მიუახლოვდა ბიჭებს და ეკითხება:
-
ძალიან დავაგვიანე, ხომ მაპატიებთ, ჰა?
დათო კი ფიქრობს: ოღონდ
ერთხელ მაინც მოვიდეს მისი მამა და თუნდაც ორი საათი დააგვიანოს, მაინც აპატიებს; ორ
საათზე მეტსაც მოუცდის და აპატიებს.
1.
რა უკვირს დათოს ?
2.
ვინ ზრუნავს დათო და რეზოს სკოლაში წაყვან-წამოყვანაზე?
3.
რაზე წუხს დათო, როცა რეზოს მამა აგვიანებს?
4.
რა აგონდება დათოს ნათელა მასწავლებლის დანახვისას?
5.
რატომ სტუმრობს ხანდახან დათოს მამა?
6.
როგორი მამა ჰყავს რეზოს და საიდან ჩანს ეს?
7.
რას ნატრობს დათო?
8.
როგორ ფიქრობ, რა გრძნობა ეუფლება დათოს პირველი გაკვეთილის გახსენებისას
და რატომ?
9.
დათოს აზრით რატომ ხდება დედა ასე ხშირად ავად?
10.
შენი აზრით, რატომ არ ერგება მამის მოტანილი ტანსაცმელი დათოს?
11.
ამ მოთხრობას სხვა სათაურს
ხომ არ შეურჩევდი?
12.
შეეცადე დაასრულო მოთხრობა;
5. მიუწერე მსგავსი მნიშვნელობის
სიტყვა:
წუხს -
დამთავრდება -
საუბრობენ -
ახსენდება -
დაუშვით -
ხელახლა -
დანართი N 2
კითხვარი გამოკითხვისთვის (მოსწავლეებისთვის)
- რას აკეთებ თავისუფალ
დროს?
ა) თამაშობ ბ) კომპიუტერთან ზიხარ გ) კითხულობ
- რა სიხშირით კითხულობ
კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას
ა) ყოველდღე
ბ) კვირაში ორჯერ გ)
არ ვკითხულობ
- ვის უყვები წაკითხულის შესახებ?
ა) მეგობრებს ბ) არავის გ) მშობლებს
- როცა კითხვის დროს ნაწარმოებში გაუგებარი სიტყვა გხვდება, როგორ
იქცევი?
ა) უფროსს ეკითხები ბ) აგრძელებ კითხვას გ) წყვეტ კითხვას
- რატომ კითხულობ დამატებით ლიტერატურას?
- როგორი წიგნების კითხვა
გიყვარს და რატომ?
ა) ილუსტრირებულის,
ბ) მცირე მოცულობის,
გ) ენციკლოპედიების,
- რომელი უფრო გირჩევნია
და რატომ?( წაკითხული ტექსტის მიხედვით)
ა) კითხვების დასმა ბ) შინაარსის გადმოცემა
- წაკითხული მხატვრული ტექსტის მიხედვით
როგორ ამოიცნობ მთავარ და მეორეხარისხოვან გმირებს?
- რა სირთულეებს აწყდები ყველაზე ხშირად მხატვრული
ტექსტის კითხვის დროს?
- ამოირჩიე შენთვის ყველაზე
სასურველი დავალება მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების დროს და ახსენი პასუხი:
ა)
მნიშვნელოვანი აბზაცების დასათაურება;
ბ)
მთავარი პერსონაჟის დახასიათება;
დანართი N 3.
ინტერვიუ
- ქართული უფრო გიყვარს,
თუ მათემატიკა და რატომ?
- როგორ ფიქრობ, კლასგარეშე
ლიტერატურა გეხმარება თუ არა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და როგორ?
- შენი აზრით,რატომ ხდება
წასაკითხი მხატვრული ტექსტი რთული და როგორ შეიძლება გავამარტივოთ?
- როგორ იქცევი, როცა
ტექსტში გაუგებარ სიტყვებს აწყდები?
- დაასახელე ორი გზა,რომელიც
დაგეხმარება წაკითხული მხატვრული ტექსტის შინაარსის სრულყოფილად გაგებაში?
დანართი N 4.
ფოკუს ჯგუფი
1. კითხვა შენთვის სახალისოა თუ დამღლელი პროცესი და
რატომ?
2. მხატვრული ტექსტის კითხვა
გირჩევნია თუ ინფორმაციულის? (რატომ?)
3. როგორ ფიქრობ,
არის თუ არა
გააზრებული კითხვა მნიშვნელოვანი და რატომ?
4. მხატვრული ტექსტის კითხვის
დროს რა სირთულეებს აწყდებით და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მათი გამომწვევი მიზეზი?
5.
თქვენი აზრით,რამ შეიძლება
გაამარტივოს მთავარი აზრის გაგება, როცა ტექსტში გაუგებარი სიტყვები არ გვხვდება?
დანართი N 5
ანკეტირება
(მოსწავლეებისთვის)
1.
მხატვრული ტექსტის კითხვა
გირჩევნია თუ ინფორმაციულის?
ა) მხატვრულის ბ) ინფორმაციულის
2.
რომელი ტიპის მხატვრული ტექსტის კითხვა უფრო გიყვარს:
ა) ზღაპრის ბ) იგავ-არაკის
3.
რამ შეიძლება გახადოს კითხვის პროცესი შენთვის მოსაწყენი?
ა) არასაინტერესო
თემამ ბ) გაუგებარმა სიტყვებმა გ) ტექსტის სიდიდემ
4.
რომელი გირჩევნია: ვრცელი
ლექსის დაზეპირება თუ წაკითხული მხატვრული
ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა?
ა) ლექსის
დაზეპირება ბ) შინაარსის გადმოცემა
5.
რა გიშლის ხელს წაკითხული
მხატვრული ტექსტის შინაარსის გადმოცემაში?
ა) ილუსტრაციების ნაკლებობა ბ) მავიწყდება თანმიმდევრობა
დანართი N 6.
ეტაპები
|
თ ვ ე ე ბ ი
|
|
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
საკვლევი თემის შერჩევა
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
ლიტერატურის მიმოხილვა
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
|
|
|
ჰიპოთეზების,პრობლემების,მიზეზების იდენტიფიცირება
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
მონაცემთა შეგროვების ანალიზი
|
|
X
|
X
|
|
|
|
|
|
|
კვლევის დასკვნა
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
ინტერვენციების დაგეგმვა
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
ინტერვენციების განხრციელება
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
ინტერვენციების შეფასება
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
კვლევის ანგარიში
|
|
|
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
დანართი N 7. (დიაგრამები)
დანართი N 8.
ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და ამოიწერე მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები; ეცადე ტექსტს სათაური თავად შეურჩიო:
. . . . . .
ერთ პატარა ქოხში ლამაზი გოგონა ცხოვრობდა.
პაწია იყო ქოხი და ციცქნა იყო გოგონაც. ეს ქოხი დიდ ტყეში დიდრონ ხეებს შორის იდგა.
ქოხს მაღალი მუხა ჩრდილავდა, მუხას კი გვერდს აწოწილი ალვის ხე უმშვენებდა. მშვენიერი
სანახავი იყო პატარა ქოხი ვეებერთელა ტყეში.
დანართი N 9.
ტექსტი „დაკარგული სიტყვების“ მეთოდისთვის
( ნაწყვეტი ესტონური ხალხური ზღაპრიდან „რატომ
დამუნჯდნენ ხეები?“)
(ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და ჩასვი გამოტოვებული სიტყვები);
ეს
ამბავი .............. ხნის წინ მოხდა. ერთი გლეხი ტყეში ............................ საჭრელად წავიდა. მივიდა არყის ხესთან
და ის-ის იყო, ................. უნდა მოექნია, რომ ხე ადამიანის ხმით ........................ :
-
ნუ მომისპობ ................
, მე ხომ ახალგაზრდა ვარ, წვრილ- შვილის პატრონი, უჩემოდ ჩემს ................... რა ეშველებათ?
გლეხი ახლა მუხასთან .................., ამას მაინც ..................., მაგრამ ახლა მუხა შეეხვეწა:
-
ნუ მომისპობ
................., ჯერ .................
არ დამმწიფებია! საიდანღა გაჩნდება მუხნარი,
თუ რკო განადგურდება?
გლეხი
გაეცალა ................. და ვერხვთან მივიდა. ვერხვმაც დაუნახა ხელში ............... და ახლა ის ატირდა:
დანართი N 10.
(„მნიშვნელოვანი სიტყვების“
მეთოდისთვის)
„მეეზოვე და გველი“
ერთხელ მეეზოვე ეზოს გვიდა და ერთ უწყინარ გველს
გადააწყდა. მან სწრაფად მოიმარჯვა ცოცხი და
გველს რამდენჯერმე თავში ჩასცხო, მაგრამ გველმა მაინც შეძლო თავის დაღწევა და სიკვდილსაც
გადაურჩა.
ამ ამბის შემდეგ მეეზოვე
შიშითა და დიდი სიფრთხილით გვიდა ხოლმე ეზოს. ვაითუ გველმა დამიმახსოვრა და სამაგიერო
გადამიხადოსო.
დანართი N 11.
ტექსტი
რას
გალობს შაშვი?
ირ.ევდოშვილი
(შემოკლებით)
სხვას რას ეკითხებით, ყმაწვილებო, ჩემს ამბავს, მე უფრო უკეთესად გიამბობთ.
თქვენ გიკვირთ,საიდან გავჩნდი მე აქ, ამ გალიაში? მეც მიკვირს, ვნანობ ჩემს
გაუფრთხილებლობას, მაგრამ ახლა რაღა დროსია! ეს უბედურება მე ზამთარში დამატყდა თავს.
ისეთი დიდი თოვლი მოვიდა,რომ მთლად დაფარა დედამიწა, ხეები, ტყე, ბაღი... ნისკარტსაც
კი ვეღარ ვაწვდენდი მიწაზე, რომ საჭმელი მეშოვნა. ხეებზე ხომ თოვლის მეტი აღარაფერი
იყო!
ორივე უბედურება ერთად მეწვია - სიცივე და შიმშილი.მაგრამ განა მარტო მე ვიყავი
ამ მდგომარეობაში! დილით რომ ამოვძვრებოდი ჩემი ფუღუროდან, თოვლზე ვხედავდი უსიცოცხლო
ფრინველებს: ბეღურებს, ჩხიკვებს, ყვავებს, კაჭკაჭებს.. ჩემი ძმაც მაშინ გამოესალმა
სიცოცხლეს. რა მექნა, რით გადამერჩინა თავი? ერთადერთი გამოსავალი დამრჩენოდა - შევკედლებოდი
ადამიანს. განა არ მეშინოდა, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი - ამ სიცივეში როგორ არ შემიბრალებენ,მით
უმეტეს, მე ხომ არავისთვის არასოდეს არაფერი დამიშავებია-მეთქი, მაგრამ შევცდი... ერთ
დღესაც გავბედე და მივუახლოვდი სოფელს. ერთ ეზოში დავეშვი, იქ რამდენიმე მარცვალი მართლაც
ვიპოვე და შიმშილი მოვიკალი. მოვცოცხლდი. ამის შემდეგ გავთამამდი და იმ ეზოს ხშირი
სტუმარი გავხდი ჩემს მეგობრებთან ერთად.
ერთ დილით,როგორც ბელადი, გავუძეხ ჩემს მეგობრებს ნაცნობი ეზოსაკენ. დავუწყეთ
საჭმელს ძებნა, მაგრამ სწორედ მაშინ დამატყდა თავს უბედურება და მახეში გავები, რომელიც
ჩემთვის ონავარ ბიჭებს დაეგოთ. მახეში გაბმული ავფართხალდი, იქნებ გამიშვან-მათქი,
მაგრამ მოვტყუვდი.
ასე აღმოვჩნდი გალიაში. ახლა გაზაფხულია. ჩემი პატარა ციხიანად გარეთ გამომიყვანეს
და ვკიდივარ ასე თქვენს აივანზე. აქედან ვუყურებ როგორ დაფრინავენ ჰაერში მერცხლები,
როგორ აბარტყუნებს ფრთებს შოშია. გავცქერი
მინდორს, ტყეს და გული მიკვდება. იქ ახლა ჩემი ამხანაგები მხიარულობენ, ულოცავენ ერთმანეთს
ზამთრისაგან გადარჩენას, აკეთებენ ბუდეებს, რომ შვილებს მიესიყვარულონ,მე კი ვზივარ
აქ, ამ გალიაში, ვგალობ მწარედ და ამ სიმღერით ჩემს თავს დავტირი.
მართალია, მე აქ საჭმელი არ მაკლია, შაქარიც კი მიდევს წინ, მაგრამ ეს ყველაფერი
ჩემთვის უგემურია, შხამია. გამიშვით აქედან, რომ მეც ჩავუჭიჭკო გაზაფხულის აფერადებულ
ტყე-ველს. აი, რას ვგალობ, ყმაწვილებო, და რას გემუდარებით!
ა) ყურადღებით
წაიკითხე ტექსტი და უპასუხე კითხვებს:
1.
ვინ ჰყვება ამბავს ტექსტში?
2. რა უბედურება ეწვია შაშვს და როდის?
3. საკუთარი ტკივილის გარდა რას განიცდის შაშვი?
4. რა გადაწყვეტილება მიიღო შაშვმა?
5. როგორ აღმოჩნდა შაშვი
გალიაში?
6. რას უწოდებს შაშვი გალიას?
7. რას გალობდა შაშვი?
8. რა სიკეთეს მოაკლდა შაშვი
წინდაუხედავობის გამო?
9. რატომ უკვდება გული შაშვს?
10. რა შეცდომა დაუშვა შაშვმა?
11.რატომ გრძნობს შაშვი თავს უბედურად?
12.რატომ უნდა შაშვს წასვლა?
ბ) მიუწერე მსგავსი მნიშვნელობის სიტყვა:
ყმაწვილები - გალია
-
მეწვია -
ვიმშვიდებდი -
შემიბრალებენ - შევცდი
-
მოვცოცხლდი - ბელადი
-
საჭმელი - ონავარი -
გავცქერი -
გემუდარებით -
დანართი N 12
კითხვარი (მეორეული)
1. რას აკეთებ თავისუფალ დროს
?
ა) თამაშობ ბ) კითხულობ გ) კომპიუტერთან ზიხარ
2. რატომ არის აუცილებელი დამატებით
იკითხოს მოსწავლემ?
ა) დროს არ დაკარგავს უქმად ბ) შეიძენს ცოდნას
ბ) უფროსებს გაუხარდებათ
3. წაკითხული მხატვრული ტექსტის
მიხედვით რომელი გირჩევნია?
ა) კითხვების
დასმა ბ) მოკლე შინაარსის გადმოცემა
4. ამოირჩიე შენთვის ყველაზე
სასურველი დავალება წაკითხული მხატვრული ტექსტის მიხედვით:
ა) მთავარი პერსონაჟს დახასიათება ბ) ტექსტის ირგვლივ კითხვების დასმა
5. შემოხაზე კვლევის ფარგლებში
განხორციელებული ის მეთოდი ან აქტივობა, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა:
ა)
ვკითხულობთ ერთად ბ) მნიშვნელოვანი სიტყვები გ)
დიორამა
დანართი N 14.
კოლეგებთან შეხვედრის ოქმი
N
1
მოგესალმებით!
სსიპ-ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასების მასწავლებელი ხათუნა სეფიაშვილი ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე „მხატვრული
ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება მესამე კლასის მოსწავლეებში“.
თქვენი, როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგის მონაწილეობა
ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ მიერ მოწოდებული რეკომენდაციები საჭირო და მისაღები
იქნება კვლევის წარმატებით განხორციელებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია
და არ საჭიროებს სახელის და გვარის მითითებას.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
კითხვარი:
1. როგორ ფიქრობთ, სწორად შევარჩიე
საკვლევი საკითხი?
ა) დიახ
ბ) არა
2. დგას თუ არა წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების
პრობლემის საკითხი თქვენ კლასში?
ა) დიახ
ბ) არა
3. მიგაჩნიათ თუ არა ეს პრობლემა
აქტუალურად?
ა) დიახ
ბ) არა
4. მიგაჩნიათ თუ არა ამ პრობლემის
ერთერთ გამომწვევ მიზეზად მოსწავლეებში მწირი ლექსიკური მარაგი?
ა) დიახ ბ) არა
5. ფიქრობთ, თუ არა, რომ გავართმევ თავს კვლევის მიზანმიმართულად წარმართვას?
დანართი N 15.
ოქმი N 2.
მოგესალმებით!
ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასების მასწავლებელი ხ.სეფიაშვილი ვატარებ პრაქტიკის კვლევას თემაზე „მხატვრული ტექსტის
გაგება-გააზრების უნარის განვითარება მესამე კლასის მოსწავლეებში“. თქვენი,როგორც დაწყებითი
კლასების მასწავლებლის მონაწილეობაძალზე მნიშვნოლოვანია პროცესის წარმატებისთვის. თქვენ
მიერ მოწოდებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელი მექნება საჭირო ინტერვენციების დასაგეგმად. ანონიმურობა დაცულია
და არ საჭიროებს სახელი და გვარის მითითება.
გმადლობთ თანამშრომლობისთის!
კითხვარი მასწავლებლისთვის
1. ფიქრობთ თუ არა, რომ ლექსიკური მარაგის სიმწირე ერთერთი
ხელშემშლელი ფაქტორია წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის?
ა) დიახ ბ) არა
2. ფიქრობთ თუ არა, რომ კითხვისადმი
დაბალი მოტივაცია ხელს უშლის მოსწავლეს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებაში?
ა) დიახ ბ) არა
3. ფიქრობთ თუ არა, რომ ნებისმიერი ყურადღების დეფიციტი მოსწავლეს ხელს უშლის წაკითხულის გაგება-გააზრებაში?
ა) დიახ ბ) არა
4. თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რა შეიძლება იწვევდეს ტექსტის სირთულეს?
ა) ვრცელი ტექსტი ბ) მწირი ლექსიკური მარაგი
5. თქვენი აზრით, მასწავლებელს შეუძლია თუ არა მოაგვაროს მოსწავლეებში
წაკითხული ტექსტის ირგვლივ გაგება-გააზრების პრობლემა? ( შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი)
ა) დიახ ბ) არა
დანართი 16.
ოქმი N 3.
მოგესალმებით!
ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასების მასწავლებელი ხ.სეფიაშვილი ვატარებ პრაქტიკის კვლევას თემაზე „მხატვრული ტექსტის
გაგება-გააზრების უნარის განვითარება მესამე კლასის მოსწავლეებში“. თქვენი,როგორც დაწყებითი
კლასების მასწავლებლის მონაწილეობა ძალზე მნიშვნოლოვანია პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
მივიღებ თქვენს რეკომენდაციებს და გავითვალისწინებ რეფლექსიის დაწერის დროს. ანომიმურობა
დაცულია და არ საჭიროებს სახელი და გვარის მითითებას. გმადლობთ თანამშრომლობისთვის.
კითხვარი:
1. იძლევა თუ არა ნაშრომი კვლევის
საერთო სურათს?
ა) არა
ბ) დიახ.
2. არის თუ არა ნაშრომი საინტერესო?
ა) არა
ბ) დიახ.
3. გამოიყენებთ თუ არა პრაქტიკაში
კვლევაში ასახულ მეთოდებსა და მიდგომებს?
ა) არა ბ) დიახ.
4. დაწერეთ ჩემი კვლევის ძლიერი
მხარე:
5. დამიწერეთ რეკომენდაცია:
მეორეული გამოკითხვის შედეგების ამსახველი დიაგრამები
მეთოდი „ პერსონაჟის რუკა“
„სიტყვის/ცნების რუკა“
განმარტება ჩემი სიტყვებით
მსგავსი მნიშვნელობის მქონე
.
სიტყვები
წინადადება
ილუსტრაცია/სურათი
|
გგგგ