Thursday, 14 November 2019

ავაშენოთ სოფელი-სასწავლო პროექტი


პროექტის დასახელება-„ავაშენოთ სოფელი“
პრობლემა-ზოგიერთ მეორე კლასელ მოსწავლეს ნაკლებად აქვს წარმოდგენა სოფელზე და მშობელთა ჩართულობის დაბალი ხარისხი.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით,რომ  მეორე კლასის მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ სოფელს,მათ  გაუჩნდებათ სურვილი არ დაკარგონ და გაუფრთხილდნენ სოფელს, ვისაც არ აქვთ მშობლიური სოფელი, უფრო ნათელი გახდება სოფლის დანიშნულება მათთვის. მოსწავლეებს განუვითარდებათ ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარები, ამაღლდება მშობელთა ჩართულობის ხარისხი.
პროექტის მიზანი-მოსწავლეებმა თავიანთი ინტერპრეტაციებითა და ფანტაზიით ააშენონ სოფლის მაკეტი(მშობელთა დახმარებით), თანამშრომლობის, შემოქმედებითი,ფანტაზიის უნარების განვითარება,  პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება სოფლის მიმართ.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს გარკვეული წარმოდგენა მიეცემათ სოფლის შესახებ. უკეთ გაიაზრებენ სოფლის დანიშნულებას და განუვითარდებათ ფანტაზიის, შემოქმედებითი  და თანამშრომლობითი უნარები. ამაღლდება მშობელთა ჩართულობის ხარისხი.
ამოცანები და მათი განხორციელების გზები:

   პროექტს დავიწყებ სამოტივაციო აქტივობით. დაფაზე გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეები შეავსებენ ასოციაციურ სქემას „ სოფელი“, ისინი დაწერენ ყველა სიტყვას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სოფელს. შემდეგ ისაუბრებენ საკუთარ სოფლებზე, ვისაც არ აქვს სოფელი, ისინი დახატავენ საკუთარი წარმოსახვით, როგორი შეიძლება იყოს სოფელი და გამოვფენთ კედელზე. შემდეგ წავუკითხავ სულხან-საბა -ორბელიანის იგავ-არაკს „სოფლის მაშენებლები“, განვმარტავ ყველა უცხო სიტყვას და თუ მოეწონათ,  შევთავაზებ მეორე გაკვეთილზე  როლური თამაშის მეთოდით განასახიერონ იგავ-არაკის პერსონაჟები.(მივაწვდი გამარტივებული ტექსტის ვარიანტს). სახლში კი დავავალებ , ნახონ ქართული მულტფილმი „ტყის კვარტეტი“.
  მეორე დღეს, მუსიკის  გაკვეთილზე,ვასწავლი სიმღერას „ტყის კვარტეტიდან“. ამის შემდეგ ბავშვები მოირგებენ როლებს და როლური თამაშით გაითამაშებენ იგავ-არაკის გმირებს,რომელსაც გაალამაზებენ ახლადნასწავლი სიმღერით.ამ სახალისო დავალებაში ყველა მოსწავლე  ჩაერთვება. ბოლოს კი თავად გამოავლენენ საუკეთესო შემსრულებლებს.
  შემდეგ კენჭისყრის მეთოდით მოსწავლეებს შეხვდებათ საქართველოს  სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლის და ამ კუთხის დამახასიათებელი წეს-ჩვეულების შესახებ ლექსები.მოსწავლეებს დავალებად მივცემ ლექსების სწავლას.
  ამ აქტივობების განხორციელების შემდეგ პროექტის შესახებ ვაცნობებ მშობლებს და მათი ჩართულობის მიზნით, შევთავაზებ ითანამშრომლონ ბავშვებთან და ერთად „ააშენონ სოფელი“.
  
განხორციელების გზები:
   გეგმის მიხედვით ვიმუშავებ მოსწავლეებთან, პარალელურად  დახმარებას გამიწევენ მშობლები. მათი თანადგომით შევძლებთ სრულყოფილად განვახორციელოთ სამუშაო  და სასურველ მიზანს მივაღწიოთ.
 პროექტში მონაწილეობენ: მასწავლებელი, მოსწავლეები და მშობლები. მასწავლებელი გეგმავს პროექტს, მშობლები ეხმარებიან, ბავშვები ანხორციელებენ.
რესურსები:
სათამაშოები, გირჩები, ჯოხები,თაბახები,ფანქრები, ფორმატები, წებო, წიწვები, ფერადი ქაღალდები, მაკრატლები, პლასტმასის ბოთლები, სხვადასხვა ნარჩენი მასალა.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა:
პროექტის ყველა ეტაპის ფოტომასალა. მესამე ეტაპი: მაკეტების გამოფენა, პრეზენტაციის ჩანაწერები, საიდანაც ვხვდებით თუ  როგორ მუშაობდნენ მშობლები და ბავშვები.
პასუხისმგებელი პირი:
პროექტის ხელმძღვანელი-ხათუნა სეფიაშვილი
მოსწავლეთა მშობლები.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის დასკვნითი ნაწილს ღონისძიების სახე ექნება, სადაც მოსწავლეები მოირგებენ პერსონაჟების როლებს და გაითამაშებენ „სოფლის მაშენებლებს“, იმღერებენ სიმღერას „ტყის კვარტეტიდან“ და გგვაცნობენ სხვადასხვა კუთხის სოფლების დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს ლექსებით.  ბოლოს მოხდება მაკეტების გამოფენა-დაჯილდოება.
  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში  დაკვირვების, ემპათიის, შთაბეჭდილების გადმოცემის,თანამშრომლობითი,ფანტაზიის, შემოქმედებითი, სცენიური უნარების განვითარებას, ასევე სხავა საპრეზენტაქციო უნარებთან ერთად მოსწავლეები სწავლას დაეუფლებიან კეთებით.














No comments:

Post a Comment